მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ATI Radeon HD 5800 სერიის პრემიერა
ATI Radeon HD 5800 სერიის პრემიერა

გუშინ AMD-მ ოფიციალურად წარმოადგინა ATI Radeon HD 5870 და ATI Radeon HD 5850 ვიდეო დაფები. შესაბამისად, ATI/AMD-სა და NVIDIA-ს შორის ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო.

ორივე ვიდეო დაფა ბაზარზე პირველები არიან DirectX 11-ის, Shader Model 5.0-ისა და OpenCL-ის მხარდაჭერით. მათ შორის, ფლაგმანი ATI Radeon HD 5870 დღესდღეობით არსებულ ერთბიართვიან ვიდეო დაფებს შორის ყველაზე დიდი წარმადობის მქონეა - მისი წარმადობა 2.72 ტერაფლოპს აღწევს. რაც შეეხება მის უმცროს ძმას, ATI Radeon HD 5850-ს, მისი წარმადობა 2.09 ტერაფლოპის ტოლია.

ორივე ვიდეო დაფა აგებულია TSMC-ის 40 ნმ ტექნოპროცესის გამოყენებით. RV870 კრისტალის ზომა 334 კვადრატული მმ-ია (2.15 მილიარდი ტრანზისტორი). ამასთან, HD 5870 აღჭურვილია 1600 სტრიმ პროცესორით, 80 ტექსტურების მოდულითა და 32 რასტერიზაციის ბლოკით. რაც შეეხება HD 5850-ს, მისთვის ეს მაჩვენებლები 1440-ის, 72-ისა და 32-ის ტოლია, შესაბამისად.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს



ორივე ვიდეო დაფას გააჩნია 256 ბიტიანი მეხსიერების სალტე, რომელზეც მიბმულია 1 გბ GDDR5 ოპ. მეხსიერება. მაქსიმალური გამტარობა მეხსიერების არხზე ATI Radeon HD 5870-ისთვის 153.7 გბ/წმ-ია, ხოლო ATI Radeon HD 5850-ისთვის კი 128 გბ/წმ. უფროსი ძმის ბირთვისა და მეხსიერების სიხშირეები 850/1200 მჰც-ის ტოლია, უმცროსისა კი 725/1000 მჰც-ის. რაც შეეხება ენერგომოხმარებას, HD 5870 მაქსიმუმ 188 ვატს მოიხმარს, HD 5850 კი - 170-ს. დაუტვირთავ, IDLE რეჟიმში ორივე ვიდეო დაფა სულ რაღაც 27 ვატ ელ. ენერგიას მიირთმევს.

ვიდეო დაფების გაგრილების სისტემა მასიური ორსლოტიანი ქულერისგან შედგება, ტურბინა ვენტილატორით. ორივე ვიდეო დაფა აღჭურვილია ორ-ორი DVI პორტით, თითო HDMI და თითო DisplayPort-ით. აღსანიშნავია, რომ HD 5870 და HD 5850 პირველი ვიდეო დაფებია, რომლებსაც ქარხნულ კონფიგურაციაში DisplayPort-ი მოყვება.

ვიდეო დაფები აღჭურვილია მეორე თაობის გაუმჯობესებული ვიდეო პროცესორით - UVD 2.0-ით. ახალი ძრავი უზრუნველყოფს Dolby TrueHD, DTS-HD Master Audio, AC-3 და DTS-ის სრულყოფილ მხარდაჭერას. ასევე, იგი აკმაყოფილებს Windows 7-ის ყველა მოთხოვნას.

რა თქმა უნდა, ახალი ვიდეო დაფები თავსებადია ATI CrossFireX, ATI Stream და ATI Eyefinity ტექნოლოგიებთან. მათ შორის, ბოლო ტექნოლოგია საშუალებას იძლევა გამოსახულება 2560 x 1600 გარჩევადობის ერთდროულად 6 მონიტორზე გავიტანოთ.

AMD-მ ATI Radeon HD 5870 და ATI Radeon HD 5850 საკმაოდ მიმზიდველ საფასო სეგმენტში განათავსა - უფრო ძმის რეკომენდირებული ფასი 379.99 მარადმწვანეა, უმცროსი ძმა კი 279.99 მწვანე პრეზიდენტი ღირს.

ასევე, მოგვიანებით ბაზარზე გამოვა ATI Radeon HD 5870 Eyefinity Edition ვიდეო დაფაც. იგი აღჭურვილი იქნება 6 ცალი mini-DisplayPort-ით და შესაძლებელი იქნება გამოსახულების ერთდროულად 6 მონიტორზე გატანა.

რაც შეეხება კონკურენტის მწვანე ბანაკს, წინასწარი ინფორმაციით NVIDIA "პასუხის გაცემას" მომავალ წლამდე ვერ მოახერხებს - GT300 ბირთვი, რომელსაც NVIDIA Radeon HD 5800 სერიის წინააღმდეგ ამზადებს, დამზადებისას საკმაო სირთულეებს აწყდება.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 24-09-2009, 18:45:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.