მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
მხარი დავუჭიროთ თამაშების ქართულ სტუდიას
მხარი დავუჭიროთ თამაშების ქართულ სტუდიას

ქართული გეიმ დეველოპინგი ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია, რომელიც საქართველოში საკმაოდ რთულად ვითარდება, ძირითადად ფინანსების უქონლობის გამო. ფინანსური მხარის გამო ჩავარდა ისეთი დიდი პროექტიც, როგორიც ARMA-ს ქართული მოდის შექმნა იყო (ლინკი თემაზე - კომპინფოს ფორუმზე). პროექტს ირაკლი ქოქრაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც ბევრი თქვენგანი ალბათ უფრო Abnormalia-ს სახელით იცნობთ. Abnormalia წლებია ცდილობს ამ სფეროს განვითარებას და ქართველი გეიმ დეველოპერების გაერთიანებას. ამისთვის საიტიც არსებობს: http://geogamedev.net/forums

რაც შეეხება ჩვენს ნიუსს - თქვენ, კომპინფოს მომხმარებლებსა და მკითხველებს, ვისაც ქართული გეიმ დეველოპინგის განვითარება გსურთ, დღეს რეალურად შანსი გაქვთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ საქმეში.

საიტ Muse Games-ზე ამასწინათ საკმაოდ სერიოზული კონკურსი გამოჩნდა (http://musegames.com/game/submittedGames.do?order=votes). გეიმ დეველოპერებს ეძლეოდათ რეალური შანსი მოეპოვებინათ 10000 მარადმწვანის ტოლი დაფინანსება, დახმარება Muse Games-ისგან თამაშის დასრულებასა და შემდგომ მის გაყიდვაში. ერთადერთი, რაც საჭირო იყო, სტუდიებს თამაშის კონცეპტი და მუშა დემო ვერსია უნდა წარედგინათ. მოკლედ, Abnormalia-მ, ცხადია იცოდა ამ კონკურსის შესახებ და ინფორმაცია მიაწოდა ქართული კაზუალური თამაშების სტუდია Jump or Fall-ს.

10000 დოლარი მცირე თანხა არაა, ამ ფულით საწყის ეტაპზე სტუდიას შეეძლება თამაშის ძრავი, აპარატურა და სხვა საჭირო ტექნოლოგიები შეიძინოს. Jump or Fall-მაც არ დაიზარა და კონკურსისთვის წარმოადგინა თავისი თამაში Sheepomania. ჯერჯერობით თამაში 0.1.5 ვერსიაა, იგი დაჩქარებული წესით მომზადდა კონკურსისთვის და როგორც ავტორები გვპირდებიან, მალე დაემატება საკმაოდ ბევრი სიახლე როგორც კონცეპტს, ასევე გეიმპლეის.

ახლა კი, გადავიდეთ მთავარზე: ქართულ სტუდიას კონკურსში კონკურენტებიც ჰყავს. ფინალში გასასვლელად კი საჭიროა ხმების ყველაზე დიდი რაოდენობის დაგროვება. ხმის მისაცემად უნდა შეხვიდეთ Muse Games-ის საიტზე, კონკურსის განყოფილებაში: http://musegames.com/game/submittedGames.do?order=votes და თამაშ Sheepomania-ს მისცეთ ხმა. გაითვალისწინეთ, ხმის მისაცემად საჭიროა საიტზე რეგისტრაციის გავლა. თუმცა, ჩვენი თოხვნა იქნება, ნუ დაიზარებთ ამ პროცესის გავლას. ეს რეალური შანსია, მიეცეს ქართულ თამაშების სტუდიას შესაძლებლობა, ჩამოყალიბდეს და საქმიანობა სერიოზულ დონეზე დაიწყოს.

წარმატება და კონკურსში გამარჯვება ვუსურვოთ სტუდია Jump or Fall-ს!





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 24-09-2009, 16:26:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

მიდით ბიჭებოოო ჩვენ გავიამრჯვებთთთ
14-10-2009, 13:53:35 | GeoWarrior

მივეცი ხმა

მართლა ყველას ჯობია

12-10-2009, 23:13:11 | gabomax

146 Votes მემგონი მეორეზე და მესამეზე ვერავინ გავა :):):)
29-09-2009, 14:41:32 | giorgi22

მაგარი გამიხარდა ეს ამბავი წარმატებებს გისურვებთ დარწმუნებული ვარ ყველაფერი ხუთიანზე იქნება.
29-09-2009, 14:16:56 | giorgi22

წარმატებები აბა
ხალხმა ამაზე უარესით დაიწყო და მალე იმედია ჩვენც გავაკეთებ assasin creeds
27-09-2009, 23:40:10 | Donvito

ვაა გამიხარდა პირველ ადგილზეა. და ფორუმზეც გახსენით თემა მაგალითად უსათაუროსი მაქ ბევრი ხალხია მაინც და უფრო გაბაზრდება და მეტი ხალხი მიცემს ხმას
27-09-2009, 21:50:50 | toxrex

111 Votes

ბედნიერი ვარ დაგეხმაროთ!
25-09-2009, 10:44:07 | gearge

ძალიან გამიხარდა.. თქვენ გენაცვალეთ ! გისურვებთ წარმატებებს და წინ სვლას.
24-09-2009, 21:09:28 | Gio_gio10

ვიგებთ, ჯერჯერობით წარმატებები პროექტის ავტორებს!

თუმცა, სიმართლის გულისთვის - ჯერჯერობIთ დიდი ვერაფერია თამაში .. :-)
24-09-2009, 17:24:12 | domen

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.