მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News » CompinfoPack
CompinfoPack : სექტემბერი 2009
CompinfoPack : სექტემბერი 2009
დიდი ხნის შესვენების შემდეგ (რაც ზაფხულის დასვენებით იყო გამოწვეული) გთავაზობთ CompinfoPack–ის მომდევნო – სექტემბრის ვერსიას. ამ ვერსიაში რამდენიმე საინტერესო განახლება გვაქვს.

CompinfoPack : September 2009


რაც შეეხება ცვლილებებს AIO–ში, ესენია:
  • შეიცვალა პირველი გვერდის დიზაინი;
  • პირველ გვერდზე გავიდა ყველაზე ხშირად ინსტალირებადი პროგრამების სია ("პოპულარული"), რათა საჭირო არ იყოს მათ დასაინსტალირებლად ზედმეტი კლიკების გაკეთება;
  • დაემატა "დახმარების გვერდები", რომელშიც დეტალურადაა განხილული პაკეტის დანიშნულება, შედგენილობა და მოწყობა;
  • დაემატა "საინფორმაციო ყუთი": ყოველი პროგრამის სახელზე თაგვის გაჩერებისას გვერდის ბოლოში გამოისახება საინფორმაციო ყუთი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პროგრამის ვერსიის, მწარმოებლის და ოფიციალური ვებ–გვერდის შესახებ. თუ არსებობს პროგრამის  ქართული აღწერა, საინფორმაციო ყუთში მის ბმულსაც ნახავთ.
  • თუ პროგრამა უკვე ინსტალირებულია სისტემაში, მისი შესაბამისი ღილაკი (და ჩეკბოქსი InstAll–ში) AIO–ში იქნება შედარებით ნაცრისფერი, რათა მომხმარებელმა სწრაფად გაარჩიოს, რომელი პროგრამებია დასაინსტალირებელი და რომელი – არა.
რაც შეეხება ცვლილებას ნაკრებში შემავალ პროგრამებში, ის მინიმალურია:
  • დაემატა Java–ს (JRE) საინსტალაციო პაკეტი;
  • ლექსიკონი Worldweb შეიცვალა ლექსიკონით Lingoes;
  • ამოვარდა ლოკალური ვებ–სერვერი VertrigoServ;
  • ამოვარდა ეკრანის ჩამწერი პროგრამა CamStudio;
საბოლოო ჯამში, AIO–ს შემადგენლობა შემდეგია:
  • პაკეტი „ინტერნეტი“: Opera, Firefox, Skype, Postbox, FileZilla, FDM, Digsby, uTorrent
  • პაკეტი „მულტიმედია“: VLC, Winamp, Gom Player, Format Factory, Picasa, Paint.Net, Adobe Flash Player, JRE
  • პაკეტი „უტილიტები“: Unlocker, Advanced Systemcare Free, 7zip, Free Hide Folders, CCleaner, Daemon Tools Lite, Launchy, GeoKBD, FSCapture, Process Explorer, HashTab, BrunAware Free, Smart Defrag, TeraCopy, WinMerge
  • პაკეტი „დაცვა & ოფისი“: Avira Antivi Personal, COMODO Firewall, MalwareBytes Anti-Malware, Foxit Reader, DjVuLibre
  • პაკეტი „ზოგადი“: TeamViewer, Lingoes, Notepad++, Font Pack, .Net Framework
რაღა თქმა უნდა, პაკეტში შემავალი ყველა პროგრამა ბოლო ვერსიამდეა განახლებული.



CompinfoPack–ის სექტემბრის გამოშვების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ ბმულიდან: CompinfoPack : სექტემბერი 2009

ორიოდე დამატებითი სურათი, რომლებიც წარმოდგენას შეგიქმნით CompinfoPack–ის სექტემბრის ვერსიაზე:

დახმარების გვერდები

საინფორმაციო ყუთი


ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-09-2009, 16:23:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 1


გამოხმაურება

კომპინფოპაკს არ იწერს. არც ივნისისას და არც სექტემბრისას.
ფორუმზეც აღარ მიშვებს.

რა ხდება?!

compinfo.ge ყველაზე საინტერესო ინტერნეტრესურსია ქართულ ვებსივრცეში "ჩაინიკებისთვის" და არა მარტო მათთვის.
თუ რამე პრობლემაა თქვით - იქნებ შევძლოთ დახმარება..........
08-01-2010, 17:15:32 | erfiro

"BrunAware Free"

ამის მაგივრად არ ჯობია Ashampoo Burning Studio Free ჩასვათ?

http://download.cnet.com/Ashampoo-Burning-Studio-Free/3000-2646_4-10776287. html

19-10-2009, 11:07:25 | nick_el_son

აი ეხლა ვაპირებ, ვინდოუსის გადაყენებას და მადლობა კომპინფოს, რომ პაკეტი ახალია.

უბრალოდ, გული მწყდება, რომ K lite - ს არ შეიცავს პაკეტი.
17-10-2009, 00:24:12 | Plastic-6

საინტერესო რამეა... :-) ვნახოთ-ვნახოთ...
16-10-2009, 10:59:49 | wapboy

კარგი პაკეტია. განსაკუთრებით ვინდის გადაყენების მერე.
მადლობა მთელ კოლექტივს!
07-10-2009, 15:24:33 | erfiro

ამას რამდენ ხანში აწყობთ ხოლმე და რამდენი კაცი მუშაობთ თუ საიდუმლო არ არის? ისე ახალი პროგრამები. ნრავიატსა
30-09-2009, 22:54:29 | JohnDoe

ძალიან მაგარი პაკეტია, უღრმესი მადლობა საიტის ადმინს. საერთოდ მინდა ვთქვა რომ ძალიან
მაგარი საიტია compinfo.ge the best. ტაკ დერჟატ.








30-09-2009, 22:18:42 | mentori

ადრე Font Pac - ი რო დავაინსტალე იმის მერე აერია ოპერას შიფტი და რაგაც უშნოდ ჩანდა.
29-09-2009, 14:00:59 | giorgi22

კმ ფლეიერი დაამატეთ რა ისევ
26-09-2009, 12:08:44 | ka_lasha

Gio_kiborg
ოპერატიულად მუშაობ :D რომ დაპოსტე, გასწორებული იყო უკვე :-) მადლობა!
25-09-2009, 17:17:28 | domen

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.