CompinfoPack : სექტემბერი 2009
დიდი ხნის შესვენების შემდეგ (რაც ზაფხულის დასვენებით იყო გამოწვეული) გთავაზობთ CompinfoPack–ის მომდევნო – სექტემბრის ვერსიას. ამ ვერსიაში რამდენიმე საინტერესო განახლება გვაქვს.

რაც შეეხება ცვლილებებს AIO–ში, ესენია:
- შეიცვალა პირველი გვერდის დიზაინი;
- პირველ გვერდზე გავიდა ყველაზე ხშირად ინსტალირებადი პროგრამების სია ("პოპულარული"), რათა საჭირო არ იყოს მათ დასაინსტალირებლად ზედმეტი კლიკების გაკეთება;
- დაემატა "დახმარების გვერდები", რომელშიც დეტალურადაა განხილული პაკეტის დანიშნულება, შედგენილობა და მოწყობა;
- დაემატა "საინფორმაციო ყუთი": ყოველი პროგრამის სახელზე თაგვის გაჩერებისას გვერდის ბოლოში გამოისახება საინფორმაციო ყუთი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პროგრამის ვერსიის, მწარმოებლის და ოფიციალური ვებ–გვერდის შესახებ. თუ არსებობს პროგრამის ქართული აღწერა, საინფორმაციო ყუთში მის ბმულსაც ნახავთ.
- თუ პროგრამა უკვე ინსტალირებულია სისტემაში, მისი შესაბამისი ღილაკი (და ჩეკბოქსი InstAll–ში) AIO–ში იქნება შედარებით ნაცრისფერი, რათა მომხმარებელმა სწრაფად გაარჩიოს, რომელი პროგრამებია დასაინსტალირებელი და რომელი – არა.
რაც შეეხება ცვლილებას ნაკრებში შემავალ პროგრამებში, ის მინიმალურია:
- დაემატა Java–ს (JRE) საინსტალაციო პაკეტი;
- ლექსიკონი Worldweb შეიცვალა ლექსიკონით Lingoes;
- ამოვარდა ლოკალური ვებ–სერვერი VertrigoServ;
- ამოვარდა ეკრანის ჩამწერი პროგრამა CamStudio;
საბოლოო ჯამში, AIO–ს შემადგენლობა შემდეგია:
- პაკეტი „ინტერნეტი“: Opera, Firefox, Skype, Postbox, FileZilla, FDM, Digsby, uTorrent
- პაკეტი „მულტიმედია“: VLC, Winamp, Gom Player, Format Factory, Picasa, Paint.Net, Adobe Flash Player, JRE
- პაკეტი „უტილიტები“: Unlocker, Advanced Systemcare Free, 7zip, Free Hide Folders, CCleaner, Daemon Tools Lite, Launchy, GeoKBD, FSCapture, Process Explorer, HashTab, BrunAware Free, Smart Defrag, TeraCopy, WinMerge
- პაკეტი „დაცვა & ოფისი“: Avira Antivi Personal, COMODO Firewall, MalwareBytes Anti-Malware, Foxit Reader, DjVuLibre
- პაკეტი „ზოგადი“: TeamViewer, Lingoes, Notepad++, Font Pack, .Net Framework
რაღა თქმა უნდა, პაკეტში შემავალი ყველა პროგრამა ბოლო ვერსიამდეა განახლებული.
CompinfoPack–ის სექტემბრის გამოშვების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ ბმულიდან: CompinfoPack : სექტემბერი 2009
ორიოდე დამატებითი სურათი, რომლებიც წარმოდგენას შეგიქმნით CompinfoPack–ის სექტემბრის ვერსიაზე:
ბეჭდვითი ვერსია | 25-09-2009, 16:23:00 | domen
|
|
|
კომპინფოპაკს არ იწერს. არც ივნისისას და არც სექტემბრისას.
ფორუმზეც აღარ მიშვებს.
რა ხდება?!
compinfo.ge ყველაზე საინტერესო ინტერნეტრესურსია ქართულ ვებსივრცეში "ჩაინიკებისთვის" და არა მარტო მათთვის.
თუ რამე პრობლემაა თქვით - იქნებ შევძლოთ დახმარება..........