მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ManicTime
ManicTime
კომპიუტერზე მომუშავე თუ მოთამაშე ხალხს ერთი დიდი პრობლემა გვაქვს – რამდენჯერ დაგღამებიათ კომპიუტერთან, მერე კი ვერ გაგიხსენებიათ, რაში გავიდა დრო? ManicTime ამის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

დღის შეჯამება – ManicTime
დღის შეჯამება – ManicTime

ManicTime პატარა პროგრამაა, რომელიც ეშვება სისტემის ჩატვირთვასთან ერთად და მთელი დღის განმავლობაში აკვირდება, რომელი პროგრამაა აქტიური და რომელი ვებ–გვერდებია გახსნილი. ინფორმაციის შეგროვების შემდეგ კი ადგენს დღიურ სტატისტიკას და ლამაზი და კარგად აღქმადი გრაფიკების საშუალებით გამოსახავს მას. მხარდაჭერილია გრძელვადიანი სტატისტიკის შედგენა, კონკრეტული პროგრამების მოხმარების ხანგრძლივობის დათვლა, კომპიუტერის მოხმარების ხანგრძლივობის ჩვენება დღეების მიხედვით,და ა.შ.

პროგრამების მოხმარება დროის მიხედვით – ManicTime
პროგრამების მოხმარება დროის მიხედვით – ManicTime

ასევე შესაძლებელია დროის "დატეგვაც", მაგალითად შეგიძლიათ მიუთითოთ, რომ დრო 2 საათიდა 3 საათამდე (როცა გასული იყავით) ჭამაში და შესვენებაში დახარჯეთ, დრო 4 საათიდან 5–მდე (როცა IM–ს იყენებდით) – მეგობართან სალაპარაკოდ და ა.შ.

დროის დატეგვა – ManicTime
დროის დატეგვა – ManicTime

საბოლოო ჯამში კი თქვენ საშუალება გეძლევათ, თვალყური მიადევნოთ, თუ რას აკეთებდით მთელი დღის განმავლობაში და სამომავლოდ დაიხმაროთ ეს ინფორმაცია დღის დასაგეგმადაც. გრძელვადიანი მოხმარებლისას კი ManicTime შეუდარებელია  – მისი დახმარებით ძალიან მარტივად გაანალიზებთ, როდის და რას აკეთებდით (თუ აფუჭებდით) კომპიუტერთან. და, ბოლო–ბოლო, ზუსტად გაიგებთ, რამდენ ხანს ატარებთ მონიტორის წინ.


მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ManicTime–ის ვებ–გვერდზე განთავსებული სკრინშოტი, რომელზეც კარგად ჩანს, თუ რას აკეთებდა ავტორი იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, როცა ManicTime ჩართული ჰქონდა:

ინტერნეტში გატარებული დროის სტატისტიკა – ManicTime
ინტერნეტში გატარებული დროის სტატისტიკა – ManicTime

ნათლად ჩანს, რომ პარასკევ დღეს ავტორს 3 საათზე ცოტა მეტი გაუტარებია ინტერნეტში, აქიდან 2,5 – Firefox–ით, დანარჩენი კი – IE–თი. შესაძლებელია ინტერნეტში ყოფნის ხანგრძლივობაზე დღეებით მიხედვით დაკვირვებაც.

ეს სურათი ManicTime–ის კიდევ ერთ შესაძლებლობას ავლენს – დააკვირდით ხაზს Browsing - მასში გაერთიანებულია ის პროგრამები, რომლებიც ინტერნეტში გასასვლელად გამოიყენება (IE და FF, ამ შემთხვევაში) და მათი გამოყენების ჯამური ხანგრძლივობა გამოისახება, როგორც ინტერნეტში გატარებული დრო. შესაძლებელია Skype, Yahoo Messenger, AIM, Pidgin, Digsby და სხვები გაგვეერთიანებინა ერთ ჯგუფში და ამ ჯგუფისთვის "ჩატაობა" (ან, უფრო საქმიანად – "კომუნიკაცია") დაგვერქმია. ასე ვნახავდით, რამდენ დროს ვხარჯავთ IM–ებში.

ასევე შეიძლება გააერთიანოთ ის პროგრამები, რომლებსაც იყენებთ რაიმე კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად (მაგალითად, დიზაინერი გააერთიანებდა photoShop–ს, 3D Max–ს და სხვა მისთვის საჭირო პროგრამებს) და შესაძლებლობა მოგეცემათ თვალყური ადევნოთ, თუ რა დროს უთმობთ სამუშაოს შშესრულებას, შეიძლება ყველა თამაში გააერთიანოთ ჯგუფში "თამაშები" და ნახოთ, რა დრო გეხარჯებათ თამაშზე ..

მოკლედ, ManicTime უნივერსალური თუ არა, ძალიან მოსახერხებელი და ამავდროულად, სრულიად უფასო პროგრამაა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, აკონტროლოთ თქვენი კომპიუტერთან გატარებული დრო. პირადად თვეზე მეტია ვიყენებ ამ პროგრამას და გეტყვით, რომ ხანდახან ამ ინფორმაციის ქონა ძალიან მოსახერხებელია.

[ინფორმაცია პარანოიდებისთვის] რაც მთავარია, ManicTime არ ითხოვს ინტერნეტში გასვლას და არ გაძალებთ თქვენი მონაცემების სერვერზე შენახვას (როგორც, მაგალითად, Wakoopa), ყველაფერი ხდება და რჩება თქვენს კომპში.

ManicTime (მიმდინარე ვერსიაა 1.2.1) შეგიძლიათ გადმოიწეროთ ამ მისამართიდან. ოფიციალური ვებ–გვერდი კი აქ შეგიძლიათ მოინახულოთ.

მისაწვდომია რამდენიმე დეტალური ვიდეო–ტუტორიალიც.


ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-09-2009, 11:08:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 2.5


გამოხმაურება

მშვენიერი პროგრამა ჩანს :) ჩემი ძმისთვის გამომადგება :)
26-09-2009, 19:18:17 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.