მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Microsoft-ის "ვარდისფერი" სმარტფონები
Microsoft-ის

Microsoft-ისა და Apple-ის ბრძოლა ათწლეულებს ითვლის. უბრალო პერსონალური კომპიუტერიდან დაწყებული, მუსიკალური პლეერებითა და მობილური ტელეფონებით დამთავრებული, ეს ორი კომპანია ერთმანეთს ყველა სფეროში ებრძვის. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Microsoft-ი მუშაობდა სმარტფონების ახალ სერიაზე, კოდური სახელით "Pink" (ვარდისფერი). რამდენიმე დღის წინ კი, ინტერნეტ რესურს Gizmodo-მ Microsoft-ის ორი სმარტფონის სურათები გაავრცელა.

პირველი ტელეფონი, კოდური სახელით "Turtle" ცოტათი Palm Pre-ს წააგავს. "კუს" სლაიდერის ტიპის დიზაინი აქვს და აღჭურვილია QWERTY კლავიატურით. ყურსასმენების კონექტორი აპარატის ზედა ნაწილშია განთავსებული, microSD სლოტი კი მარცნივ, კლავიატურის გვერდით. რაც შეეხება ფოტოკამერას, იგი სმარტფონის უკანა მხარესაა განთავსებული.


Microsoft "Turtle"

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს



რაც შეეხება მეორე სმარტფონს, მისი კოდური სახელია "Pure." იგი T-Mobile Sidekick-ის, იგივე Samsung A877-ის სლაიდერ ვარიანტს წააგავს. სურათის მიხედვით, მეხსიერების ბარათის სლოტი კლავიატურის ქვეშაა განთავსებული, მარცხნივ ყურსასმენების ჯეკია, უკან კი ფოტოკამერა.

ტელეფონის Sidekick-თან მსგავსება შემთხვევითი არაა - Microsoft-მა ორი წლის წინ შეიძინა Danger-ი, Sidekick-ის ერთ-ერთი დამამზადებელი. ასევე, MS-მა პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა Sharp-თან, რომელიც ახალ სმარტფონებს დაამზადებს ცისფერი გიგანტისთვის. სწორედ Sharp-ის დამზადებულია Sidekick-იც.

წინასწარი ინფორმაციით, ახალი ტელეფონები აღჭურვილი იქნებიან Zune-ს სერვისებით, როგორიცაა, მაგალითად, Zune Pass. ასევე, სმარტფონებს თავიანთი პროგრამული უზრუნველყოფის მაღაზიაც ექნებათ.

რაც შეეხება კონკურენციას - Microsoft-ის ახალი სმარტფონები ერთი შეხედვით, Apple iPhone-ზე დიდები ჩანან, თუმცა, ორივეს უფრო დიდი ეკრანი და რეალური კლავიატურა გააჩნიათ (iPhone-ს ვირტუალური კლავიატურა აქვს მხოლოდ). ცნობილია, რომ "ვარდისფერები" Windows Mobile 7 ოპ. სისტემით დაკომპლექტებიან. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენებს თუ არა Microsoft-ი NVIDIA Tegra პლატფორმას, Zune HD-ის მსგავსად. Tegra-ს გამოყენების შემთხვევაში, MS-ს შეეძლება ახალ სმარტფონებზე ძლიერი სათამაშო პლატფორმა შექმნას და ამ სფეროშიც გაუწიოს კონკურენცია iPhone-ს.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-09-2009, 18:11:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.