COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Lucid HYDRA 200-ის ვიდეო პრეზენტაცია

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2213


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Lucid HYDRA 200-ის ვიდეო პრეზენტაცია
Lucid HYDRA 200-ის ვიდეო პრეზენტაცია

რამდენიმე დღის წინ ვიუწყებოდით, რომ Intel Developer Forum 2009 San Francisco-ზე Lucid HYDRA 200 ჩიპის პრემიერა შედგა. აღნიშნული პროდუქტი საშუალებას იძლევა ერთად ვამუშავოთ ნებისმიერი სიმძლავრის და განსხვავებული მწარმოებლის ვიდეო დაფა, ამასთან, წარმადობის მატება თითქმის წრფივია. აღნიშნული შესაძლებლობები მიუღწეველია დღეს არსებული ATI CrossFireX და NVIDIA SLI-სთვის.

ინტერნეტ რესურს PC Perspective-მა მოახერხა და Lucid-ის ბიზნეს დეველოპინგის პრეზიდენტისგან, ოფირ რემეზისგან ჩაწერა ინტერვიუ. დაახლოებით 20 წუთიან ვიდეო რგოლში წარმოდგენილია საპრეზენტაციო სისტემები Lucid HYDRA 200-ის გამოყენებით + ბატონი ოფირი საკმაოდ ბევრ ტექნიკურ დეტალზე საუბრობს. ვიდეო რგოლის სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.



Lucid HYDRA Multi-GPU Technology Launch @ Vimeo.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-09-2009, 19:56:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.