მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Copy Path Shell Extension
Copy Path Shell Extension
Windows Explorer არაა სრულყოფილი, მისი ფუნქციონალობა შეზღუდულია და მხოლოდ Windows–ის ვერსიის ცვლილებასთან ერთად იცვლება. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ტერმინი Shell Extensions. ის  აერთიანებს პატარა პროგრამებს, რომლებიც Windows Explorer–ში მცირე ცვლილებების შეტანით მის ფუნქციონალობას აუმჯობესებენ ან საერთოდ ახალ შესაძლებლობებს ამატებენ.

ერთ–ერთი ასეთია Vertigo Software–ის პროგრამისტის, Ralph Arvesen–ის მიერ შექმნილი პროგრამა Copy Path, რომლის ინსტალირების შემდეგაც საშუალება გექნებათ, ნებისმიერი ფაილის სრული მისამართი ორი წკაპით გადაიტანოთ გაცვლის ბუფერში (Clipboard), ანუ უბრალოდ დააკოპიროთ.

Copy Path Shell Extension Screenshot

როგორც სურათიდან ჩანს, პროგრამა ამას კონტექსტურ მენიუში საკუთარი ხაზის დამატებით ახერხებს. შესაძლებელია ფაილის სრული მისამართის, ქსელური მისამართის, მისი შემცველი საქაღალდის მისამართის ან ამ საქაღალდის ქსელური მისამართის დაკოპირება (უბრალოდ დააჭირეთ სასურველ მათგანს). შეამჩნევდით, ასევე შეიძლება ფაილის სახელის კოპირება, თუმცა ეს ხსენებადაც არ ღირს – მისი კოპირება უფრო მარტივად და სწრაფად შეიძლება: მიაწკაპეთ ფაილს, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს F2 და შემდეგ კომბინაციას Ctrl+C.


პროგრამის ჩამოწერა შეგიძლიათ ამ ბმულზე დაჭერით (მიმდინარე ვერსიაა 1.1).

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 27-09-2009, 18:19:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

მშვენიერი საშუალებაა, საჭირო შემთხვევებში გაამარტიებს მოქმედებას
29-09-2009, 12:12:06 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.