მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Flash Player 10.1
Flash Player 10.1
Flash – ამით ყველაფერი ნათქვამია. ეს ტექნოლოგია ბოლო წლებში შეუცვლელი გახდა მომხმარებლისთვის ბრაუზერის ფანჯარაში "მძიმე მედიის" (ვიდეოკლიპები, თამაშები, მუსიკა ..) მიწოდების საქმეში. ყველა ვიდეო ჰოსტინგი ფლეშის დახმარებით გადმოგცემთ ვიდეოკლიპებს, თამაშების ყველა საიტი ფლეშის დახმარებით აცდენს თქვენს დროს პატარ–პატარა თამაშებით და ოდესმე დაფიქრებულხართ, რა გზით გაწვდით მუსიკას Last.FM? დი–იახ, ეგეც ფლეშია.


და მაინც, სუსტი კომპებისთვის (ნეტბუკები ამის მაგალითია) და სმარტფონებისთვის* დღემდე მიუწვდომელია ეს ტექნოლოგია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი ვერ უმკლავდებიან იმ გამოთვლების სიმძიმეს, რომელსაც ფლეშით გადმოცემული თუნდაც უბრალო ვიდეოკლიპი მოითხოვს. ბევრი ამას საკუთარ თავზეც გამოცდიდა – განათლების სამინისტროს მიერ ასე უხვად დარიგებული EeePC–ები YouTube–ზე სასეირნოდ ნამდვილად არ გამოდგება.

Flash Player–მა როგორღაც მიაღწია მე–10 ვერსიას ისე, რომ ეს პრობლემა არ გადაუჭრია და, როგორც იქნა, ვერსია 10.1–ზე მუშაობისას კომპანიამ დაიწყო nVidia–სთან  თანამშრომლობა იმისთვის, რომ ფლეშ პლეერმა გამოიყენოს nVidia–ს GPU–ები კონტენტის დასამუშავებლად, რაც პროცესის სიჩქარეს საგრძნობელზე მეტადაც გაზრდის და საშუალებას მისცემს ამ ტექნოლოგიით აღჭურვილ სისტემებს (მათ შორის ნეტბუკებს, დაფუძნებულებს nVidia ION–ზე და სმარტებს, დაფუძნებულებს nVidia Tegra–ზე), შეუფერხებლად მიაწოდონ ფლეშზე დაფუძნებული სერვისები მომხმარებლებს, მიუხედავად სუსტი პროცესორისა.


Flash Player 10.1 Palm Pre–ზე

Flash Player 10.1 გამოვა შემდეგი მობილური ოპერაციული სისტემებისთვის: Blackberry, Windows Mobile, Google Android, Palm WebOS და Symbian. შესამჩნევია, რომ ჯერჯერობით არსადაა iPhone OS, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, ეს პლატფორმა ასე "გარეთ" დარჩეს :–) საფიქრებელია, რომ მისი მხარდაჭერაც მალე გამოჩნდება. მობილური ოპერაციული სისტემების შემთხვევებში Flash Player მაქსიმალურადაა ოპტიმიზირებული ენერგიის დაზოგვაზე.


ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ Flash Player 10.1–ის სადემოსტრაციო ვიდეორგოლები.

* სმარტფონებისთვის არსებობს Flash Lite, რომელიც უშვებს უკვე ტელეფონში არსებულ ფლეშ კონტენტს და ბრაუზერი Skyfire, რომელიც ნაწილობრივ უზრუნველყოფს ფლეშის მხარდაჭერას (შესაძლებელია ვიდეორგოლების ყურება უმეტესობა ვედეო ჰოსტინგებზე).


ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 06-10-2009, 17:18:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


გამოხმაურება

ნწუ, დომენ, გარეთ რჩება ეპლი :) თვითონ ძია სტივი თვლის რომ ფლეში ჩამორჩენილი ტექნოლოგიაა და ეპლისტებს არ სჭირდებათ:

This means that by the middle of next year, just about everyone with a smartphone will have Flash and be exploring a richer internet. Everyone, that is, except for those that own an iPhone. Apple CEO Steve Jobs continues to insist that Flash is an irrelevant technology that Apple customers don't need and has refused to collaborate with Adobe.
07-10-2009, 18:02:47 | Power_VANO

EMOziko, ჩავასწორე, მადლობა.
06-10-2009, 21:54:43 | domen

კარგი რამაა ნამდვილად. მაგრამ ერთი უზუსტობაა, სმარტფონებისთვის უკვე კარგა ხანია ხელმისაწვდომია ფლეშ კონტენტი. სიმბიანზე შესაძლებელია გაუშვა ფლეშ ფაილი პროგრამა Flash Lite-ეს დახმარებით. web-ზე კი ბრაუზერ Skyfire-ს დახმარებით უპრობლემოთ შეიძლება უყურო youtube-ს. პირადად მაქ გამოცდილი ისეთ სუსტ ტელეფონზე როგორიც არის nokia n80.
06-10-2009, 18:32:08 | EMOziko

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.