მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Device Doctor
Device Doctor
სისტემის დაყენების შემდეგ პირველი საზრუნავი დრაივერების მოძიებაა. ახალი პრინტერის, ფოტოკამერის თუ რაიმე სხვა მოწყობილობის კომპიუტერთან მისაერთებლად ისევ და ისევ დრაივერებია საჭირო. დრაივერები სისტემის ისეთი ბუნებრივი და საჭირო ნაწილთაგანია, რომელთა არსებობასაც ვერ იგრძნობთ, არყოფნას კი აუცილებლად შეამჩნევთ. დრაივერები, როგორც წესი, ყველა მოწყობილობას მოჰყვება ლამაზად მოხატულ დისკებზე და ეს უკანასკნელნი კი, როგორც წესი, ისე ადვილად იკარგებიან რომ არ შეიძლება, მათი ამ უნარის დახვეწილობით აღფრთოვანებული არ დარჩე ტექ. მანიაკი. ასე რომ, კომპიუტერში ერთი "ამოუცნობი ობიექტი" თითქმის ყოველთვის რჩება.


ეს პრობლემა, თამამად შეიძლება ითქვას, ყველას ერთნაირად აწუხებს, ამიტომ შეიქმნა მთელი სახეობა პროგრამებისა, რომელთაც კომპიუტერში არსებული ნაწილების ამოცნობა და მათი დრაივერების ჩამოტვირთვა ევალებათ. ისინი მეტ–ნაკლებად კარგად ართმევენ თავს თავინთ საქმეს, მარგამ ყველას ერთი ნაკლი აქვს – ფასი. დიდი ხნის მანძილზე  ამ კატეგორიაში უფასო პროგრამა არ არსებობდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა Device Doctor და სიტუაცია შეიცვალა – უკეთესობისკენ.


Device Doctor–ს რამდენიმე შესანიშნავი თვისება აქვს, მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ:
  • DD–ს ბაზაში 3 TB მოცულობის დრაივერები ინახება, რაც მაქსიმუმამდე ზრდის თქვენთვის საჭირო დრაივერის მოძებნის შანსს
  • DD–თი კომპიუტერის სკანირებას სულ რამდენიმე წამი სჭირდება
  • DD–ს ბაზაში დამატებული ყველა დრაივერი ხელით მოწმდება (რა თქმა უნდა, გარკვეული ავტომატიზირებული უტილიტების დახმარებით), რაც უზრუნველყოფს მათ საიმედოობას
  • DD ამოიცნობს "ამოუცნობ მოწყობილობებს" და დრაივერის ჩამოტვირთვამდე მათ სახელებს გაცნობებთ
  • შესაძლებელია პროგრამის offline რეჟიმში გამოყენება, ამ შემთხვევაში ამოცნობილი მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია ინახება სპეც. ფაილში და შეიძება გაიხსნას სხვა, ინტერნეტთან მიერთებულ კომპიუტერზე დრაივერების ჩამოსატვირთად
  • პროგრამა "სწავლობს" დრაივერების უფრო ზუსტად შემოთავაზებას სხვა მომხმარებლების ქცევის შესწავლის გზით
  • რაც მთავარი – Device Doctor აბსოლუტურად უფასოა!
პროგრამის მოხმარება მარტივზე მარტივია – გაშვების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს BeginScan და დაელოდეთ, რამდენიმე წამის შემდეგ ფანჯრის ქვედა ნაწილში მიიღებთ სიას თქვენთვის საჭირო დრაივერებისა, მხოლოდ მათი ჩამოტვირთვა (ხორციელდება ღილაკზე Download Update დაჭერით) და დაყენებაღაა საჭირო.

Device Doctor–ის უკან ადამიანები დგანან და შეცდომები შეიძლება მათაც მოუვიდეთ, რომ არაფერი ვთქვათ მათ შექმნილ პროგრამაზე. ამიტომ შესაძლებელია Device Doctor_მა ხანდახან მოძველებული, ხანდახან კი საერთოდ არასწორი დრაივერიც შემოგთავაზოთ, თუმცა, თუ დავეყრდნობით პროგრამის განხილვებს და ჩვენს პირად გამოცდილებას, ამის შანსი მინიმალურია.


პროგრამის ბოლო ვერსიის (1.0.0.1) ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ მისამართიდან, ხოლო ოფიციალური გვერდის მონახულება ამ ბმულზეა შესაძლებელი.

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 08-10-2009, 20:21:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


გამოხმაურება

pavilion dv 6000 is თითის ანაბეჭდის ამომცნობის დრაივერი მონდა და საიდან გადმოვწერო მისამარტი მონდა hp საიტზე ვერ ვნახე
20-10-2009, 11:50:35 | roberti76

gabomax, კარგად წაიკითხე ხოლმე:

"შესაძლებელია პროგრამის offline რეჟიმში გამოყენება, ამ შემთხვევაში ამოცნობილი მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია ინახება სპეც. ფაილში და შეიძება გაიხსნას სხვა, ინტერნეტთან მიერთებულ კომპიუტერზე დრაივერების ჩამოსატვირთად"
13-10-2009, 19:12:53 | domen

ესეთი პროგების ნაკლი მხოლოდ ის არის რომ ინტერნეტს საჭიროებენ, როცა ქსელის კარტის დრაივი არ გაქ რა ჩემ ***** გინდა ან ეს ან სხვა ამდაგვარი უბრალოდ ამას იმიტო ვიზახი რო ბევრს დაუძახია ჩემთვის მაგ მიზეზით და ვერაფერს იზამ თუ ნაკრები არ გაქ დრაივების

ისე რაც აქეთ მგონი კაი უნდა იყოს...
12-10-2009, 23:40:30 | gabomax

ვა კარგი რამეა მართლაც. ალბათ მეც დავემშვიდობები drver magician-ს. იმედი მაქვს რომ ეს პროგრამა უფრო მრავალფუნქციური გახდება, და რაც მთავარია ისევ უფასო იქნება :)
09-10-2009, 16:16:39 | EMOziko

ვაა!! ძალიან კარგია,
Driver Magician-ს დავემშვიდობე....(თუმცა ბეაქფიც რომ შეეძლოს უფრო მაგარი იქნებოდა, მაგრამ ეს შესაძლებლობა AdvancedSystemCare-ს აქვს

რაც მთავარია ძალზე მარტივია მოხმარებაში....
და უფასო, ტვინის მბურღავი რეკლამების გარეშე,
მივუჩინოთ ადგილი CompinfoPack-ში
09-10-2009, 14:23:11 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.