COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » STDU Viewer

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2225


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
STDU Viewer
STDU Viewer
PDF, DjVu, XPS, TIFF .. ინფორმაციის შესანახად ბევრი ფორმატი არსებობს და ყველას თავისი უპირატესობა აქვს, ამიტომ ფაილის შემქმნელები ფაილს იმ ფორმატში ინახავენ, რომელშიც თვითონ მიაჩნიათ სწორად. ამასობაში კი უბრალო მოკვდავებს ამ ფაილების დასათვალიერებლად ათასნაირი პროგრამების დაყენება გვიწევს. ამ ცენტრალიზების ხანაში, რომელშიც ტელეფონი ტელევიზორის და ფოტოაპარატის როლს ითავსებს, ნუთუ არ არსებობს პროგრამა, რომელიც ყველა ასეთ ფორმატს ხსნის და კითხულობს?

STDU Viewer ზუსტად ამ მიზნისთვისაა შექმნილი – მოგიხსნათ დამატებითი პროგრამების დაყენების აუცილებლობა და ამასობაში საშუალება მოგცეთ, ნებისმიერ ფორმატში შენახული ინფორმაციის წაკითხვა შეძლოთ. ის უმკლავდება PDF, DJV, XPS, CBZ, CBR, TIFF, და TXT ფორმატებს და უბრალოდ გახსნის გარდა რამდენიმე სასიამოვნო დანამატსაც გვთავაზობს.


მაგალითად, შესაძლებელია მრავალი ფაილის ერთად გახსნა (ტაბები მხოლოდ ოპერას არ აქვს :–)), შესაძლებელია ამ დოკუმენტებში ძიება, სანიშნეების ჩამატება დოკუმენტებში (თუმცა ამ დროს უშუალოდ დოკუმენტები არ რედაქტირდება), მხარდაჭერილია გვერდების thumbnail–ებად ჩვენებაც. გახსნისას წინა სესიისას გახსნილი ფაილების სიას შემოგთავაზებთ, რაც ფაილის ხელახლა გახსნას ძალიან ამარტივებს.

სამწუხაროდ, პროგრამა "მთლად უნივერსალური" არაა (მაგალითად, ვერ ხსნის .chm ფაილებს), მაგრამ იმედია, მომავალ ვერსიებში ეს ნაკლი გამოსწორდება.


პროგრამის მიმდინარე ვერსიის (1.5) გადმოწერა შეგიძლიათ ამ ბმულზე დაწკაპუნებით, ოფიციალურ ვებ–გვერდზე კი ეს ბმული მიგიყვანთ.

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 10-10-2009, 20:32:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

ძალიან კარგი რამეა.. ამდენხანს PDF, და DjVu ცალცალკე მქონდა დაყენებული.... ახლა უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს...

მადლობა domen - ს
15-10-2009, 14:09:46 | sio777

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.