მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
DirectX 11 მეინსტრიმში: ATI Radeon HD 5770 & 5750
DirectX 11 მეინსტრიმში: ATI Radeon HD 5770 & 5750

პირველი DirectX 11-ის მხარდამჭერი ვიდეო დაფები AMD/ATI-მ სულ რამდენიმე კვირის წინ გამოუშვა. ჯერ ერთი თვეც კი არ გასულა მას შემდეგ! მიუხედავად იმისა, რომ Radeon HD 5870 და 5850 გამოსვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა წარმადობისა და ფასის შეფარდების გამო, ბევრისთვის ისინი მაინც მიუწვდომელია. რატომ? მათი ფასები - 379 და 259 მარადმწვანე ბევრისთვის მაინც ხელმიუწვდომელია. აქვე არის მეორე გარემოებაც - ბევრი მომხმარებელი იყენებს 17/19/22"-იან მონიტორებს, მაქსიმუმ 1680X1050 გარჩევადობით და ისეთი სიმძლავრის ვიდეო დაფები, როგორიც Radeon HD 5870 და 5850-ია, უბრალოდ არ სჭირდებოდეს.


Radeon HD 5770

სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს მეინსტრიმ ბაზარი, ბაზარი რომელიც მწარმოებლისთვის ყველაზე მომგებიანია, რადგან პოტენციური მომხმარებლების დიდი ნაწილი სწორედ ამ სეგმენტშია. მოკლედ, 2 დღის წინ AMD/ATI-მ ბაზარზე ოფიციალურად გაუშვა Radeon HD 5770 და 5750. 1 გბ GDDR5 მეხსიერებით აღჭურვილი ვიდეო დაფები 159 და 129$ ეღირება, შესაბამისად. მალე ამ სიას შეემატება HD 5750 512 მბ მეხსიერებით, რომლის ფასიც სულ რაღაც 109 მარადმწვანე პრეზიდენტი იქნება. სამივე ვიდეო დაფა აღჭურვილია ორი DVI და ერთი HDMI პორტით, შესაბამისად, ერთდროულად გამოსახულების გატანა შესაძლებელია 3 მონიტორზე.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს



Radeon 5700 სერიის ვიდეო დაფებში გამოყენებულია 40 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული ჩიპი, კოდური სახელით Juniper. იგი შედგება 1.04 მილიარდი ტრანზისტორისგან და მისი ზომა სულ რაღაც 166 კვადრატული მმ-ია. შედარებისთვის, Radeon HD 5870-სა და 5850-ში გამოყენებული ჩიპის, Cipres-ის ზომა 334 მმ2-ია. სწორედ ეს აძლევს საშუალებას ATI-ს, შეამციროს ვიდეო დაფების დამზადების ხარჯები და მძლავრი პროდუქტები წარმოადგინოს 100-200$-იან შუალედში.


Radeon HD 5750

დღეისთვის ამ საფასო სეგმენტში ATI-ს ოთხი ვიდეო დაფა იყიდება: Radeon HD 4890, 4870, 4850 და 4770. წარმადობის მხრივ, Radeon HD 5770 დაახლოებით HD 4850-ის დონეზე დგას, შესაბამისად, ალბათ სწორედ აღნიშნული ვიდეო დაფა იქნება ჩანაცვლებული ავტომატურად. ცხადია, დროთა განმავლობაში მე-4 სერიას მთლიანად ჩაენაცვლება მე-5. დღევანდელი პროგნოზებით, 40 ნმ ტექნოპროცესზე დამზადებული 4770-ის ფასი დაიკლებს, 2010 წლის პირველ კვარტლის ბოლოსთვის კი ბაზრიდან HD4850-თან ერთად გაქრებიან 4870-ცა და 4890-იც.

წლის ბოლომდე ATI გეგმავს კიდევ ერთი Ultra-High End ვიდეო დაფის გამოშვებას, კოდური სახელით Hemlock. მისი საბაზრო დასახელება იქნება Radeon HD 5870 X2 და ცხადია მისი მიზანი ATI-სთვის წარმადობის გვირგვინის დასაკუთრება იქნება. მომავალი წლის დასაწყისში კი ვიხილავთ კიდევ უფრო ხელმისაწვდომ Radeon HD 5600 სერიის ვიდეო დაფებს.

ესეც ATI-ს ახალი და ძველი პროდუქტების ტექნიკური მახასიათებლების ცხრილი:

 

Radeon HD 5870

Radeon HD 5850

Radeon HD 5770

Radeon HD 5750

Radeon HD 4870

Radeon HD 4850

Stream Processors

1600

1440

800

720

800

800

Texture Units

80

72

40

36

40

40

ROPs

32

32

16

16

16

16

Core Clock

850MHz

725MHz

850MHz

700MHz

750MHz

625MHz

Memory Clock

1.2GHz (4.8GHz data rate) GDDR5

1GHz (4GHz data rate) GDDR5

1.2GHz (4.8GHz data rate) GDDR5

1.15GHz (4.6GHz data rate) GDDR5

900MHz (3600MHz data rate) GDDR5

993MHz (1986MHz data rate) GDDR3

Memory Bus Width

256-bit

256-bit

128-bit

128-bit

256-bit

256-bit

Frame Buffer

1GB

1GB

1GB

1GB / 512MB

1GB

1GB / 512MB

Transistor Count

2.15B

2.15B

1.04B

1.04B

956M

956M

TDP

188W

151W

108W

86W

150W

110W

Price Point

$379

$259

$159

$129 / $109

$140-$160

$109-$129



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 16-10-2009, 20:19:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

თან წარმოიდგინე, 8800GTX-ის წარმადობის დონეზე უკეთესი აგერ მაგ 129/109$-იან Radeon HD 5750-ს აქვს :D
21-10-2009, 10:19:09 | Power_VANO

ვაა
არადა DX10-ის პირველი მხარდამჭერი 8800 რა ფასი ღირდა....259დოლარი სულაც არაა ძვირი High End ვიდეოსთვის მემგონი ა?
20-10-2009, 20:10:50 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.