COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Web News » ტიმ ბერნერს–ლი: ბოდიში სლეშისთვის

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2236


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Web News
ტიმ ბერნერს–ლი: ბოდიში სლეშისთვის
ტიმ ბერნერს–ლი: ბოდიში სლეშისთვის
რამდენიმე დღის წინ World Wide Web Consortium–ის ფარგლებში CNN–ის ჟურნალისტმა ნახევარსაათიანი ინტერვიუ ჩაიწერა ადამიანთან, რომელიც ითვლება ინტერნეტის შემქმნელად (თუ ნაკლებ ხმამაღლა და საქმიანად ვიტყვით – იდეის და ძირითადი პროტოკოლების დამამუშავებლად). ეს ადამიანი გახლავთ ტიმ ბერნერს–ლი (Tim Berners-Lee), M.I.T–ის პროფესორი და W3C–ს დირექტორი.


ტიმ ბერნერს–ლი 2005 წლის 18 ნოემბერს (წყარო: ვიკიპედია)

ინტერვიუს დასაწყისში ჟურნალისტმა დასვა ნახევრად სახუმარო კითხვა: "რას შეცვლიდით, ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ" და ტიმმა უპასუხა: "http://–დან ორმაგ სლეშს მოვაცილებდი! ის აბსოლუტურად უსარგებლოა და წარმოიდგინეთ, რამდენ სამუშაო საათს და ხეს გადავარჩენდით, ის რომ არ არსებობდეს!".

ესეც ინტერვიუს ჩანაწერი, საინტერესო მომენტი 2:57–ზე იწყება:




ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 16-10-2009, 22:23:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

არა, ხის გადარჩენაში იგულისხმება, რომ ბმულის ამობეჭდვისას არ იქნებოდა საჭირო ორმაგი სლეშის ბეჭდვა, რაც დასაბეჭდი ფურცლების რაოდენობას ამცირებს და შესაბამისად - იმ ფურცლების დასამზადებლად მოჭრილი ხეების რაოდენობასაც :-)
10-05-2010, 14:42:46 | domen

ანუ დაგვრჩებოდა დრო ხეების მოსავლელადო (დროის ეკონომია იგულისხმა) ასე მესმის მე ეს ხუმრობა :D
11-02-2010, 17:41:05 | ioane_

ხეში რა იგულისხმება?
21-10-2009, 21:37:47 | fashisti

ხე:D




















18-10-2009, 18:39:18 | Dixtosa

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.