COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Fences 1.0

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2241


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Fences 1.0
Fences 1.0
დროთა განმავლობაში ძალიან ბევრი ისეთი ფაილი გროვდება, რომლებიც ყოველთვის თვალწინ უნდა გქონდეთ, არადა დესკტოპზე რამდენიმე ათეულზე მეტს ვერ დაატევთ. ყველას ერთად დაყრაც პრობლემაა – ისე ირევიან ერთმანეთში, საჭირო მათგანის მოძებნას რამდენიმე წუთიც შეიძლება დასჭირდეს. ამ პრობლემის მოსაგვარებელი ერთი გზა უკვე განვიხილეთ, ახლა უფრო ვიზუალურ და თვალისთვის სასიამოვნო გადაწყვეტას წარმოგიდგენთ. გაიცანით - Fences.


კონტეინერებად დალაგებული ხატულები

Fences უმარტივესი, ერთადერთი დანიშნულების მქონე პროგრამაა: ის დესკტოპზე ქმნის ნახევრადგამჭვირვალე სათაურიან კონტეინერებს, რომლებიც გაგიადვილებთ ერთნაირი ფაილების ერთად დალაგებას. კონტეინერები სრულად მორგებადია – მათი ზომა, სათაური (უნიკოდი მხარდაჭერილია), შიგთავსი და შეფერილობა ნებისმიერ დროს, უმარტივესად შეიძლება შეიცვალოს. ახალი კონტეინერების დამატება ან არსებულის წაშლა სულ ორი წკაპით ხდება.

სრულადაა მხარდაჭერილი გადათრევა–დაგდების პრინციპები და ეს ყველაფერი ლამაზ ეფექტებშია შესრულებული. პროგრამას აქვს ერთი სასიამოვნო დეტალიც – დესკტოპის ცარიელ ადგილას ორჯერ დაწკაპუნება კონტეინერებს და მათ შიგთავსს სრულად გააქრობს. ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნება ისევ ორჯერ დაწკაპუნებით შეიძლება.

ჩვენ არ მოვყვებით პროგრამის გამოყენების სრულ აღწერას გამომდინარე იქიდან, რომ ამაზე ავტორებმა უკვე იზრუნეს – Fences ყოველ ნაბიჯზე შემოგთავაზებთ დახმარების ტექსტებს, რომლებიც საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელზეა გათვლილი. თუმცა შეიძლება ისინი საერთოდაც არ დაგჭირდეთ, რადგანა ინტერფეისი ძალიან ინტუიტიურია.

მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე დამატებითი სურათი და ვიდეორგოლი:

       




პროგრამის მიმდინარე ვერსიის (1.0) გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან, ოფიციალური ვებ–გვერდი კი ამ მისამართზეა მოთავსებული.

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 21-10-2009, 18:19:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

ვიწერ და ვნახოთ გამახარებს თუ არა........ ისე მართლაც სულ პრობლემა მაქ სამუშაო მაგიდაზე ათასი რაგაც მიყრია.......
16-08-2010, 03:18:23 | kaifa666

ეს KDE 4-დან არაა?!
ყველაფრის გავინდოზავრება შეიძლება?!
და კიდევ ეს კარგი, მაგრამ ამის გამო ავკრივე aptitude purge kde4-core, თუმცა არა მარტო ამის გამო :P
23-10-2009, 18:09:37 | otosaxel

მართლაც მოსახერხებელია (აღმატებით ხარისხში) რეალურ პირობებში, თან ლამაზიც, მარტო ის რად ღირს დესკტოპზე კლიკით რომ გაასუფთავებ ყველაფერს!!!
არცერთი იკონკა აღარ მაქვს დესკტოპზე, ტასკბარსაც აუტოჰაიდი ჩავურთე...
მოკლედ როცა არაფერს არ ვაკეთებ ლივ ტაილერის Wallpaper ხიბლავს თვალს ყოველვარი იკონკების გარეშე, ხოლო შემდეგ მატრიცის სკრინსეივერი ირთვება :D
მუშაობაც ხომ ბევრად უფრო კომფორტულია...
მადლობა domen!!!
22-10-2009, 10:40:49 | Gio_kiborg

აუ რა მაგარია. მიყენია, ვუყურებ და ცრემლებს ძლივს ვმალავ. ასე რომ რამე პროგრამას გავეხარებინე არ მახსოვს. აუ ასეთები დადეთ კიდე რა, სხვა სისტემებიდან მოპარული სიკეთეები. მაგარია
21-10-2009, 23:46:19 | JohnDoe

ლინუქსიდანაა მოპარული
მაგრამ რას დავეძებ
მაგარია
21-10-2009, 22:57:21 | JohnDoe

ჰხმმ ...

... ყველა ცნობილი დოკის ...
21-10-2009, 22:38:33 | gearge

მსხვილი და გამართული ხუთი (ან ათი, გააჩნია რა სისტემას აღიარებთ:-) მშვენიერი აღმოჩენისათვის დომენ! როგორც იქნა მეღირსება სიმეტრიული და კატალოგიზებული დესკტოპი :) რა სასიამოვნო სიურპრიზია, ემოციებს ვერ ვმალავ ... ყველა ცნობილი დისკის (მაკ ოს-ის სტილის, გვერდითა პანელის, დესკტოპ წრის თუ სხვა სახის ...) გამოყენებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ყოველდღიური ხმარებისას ზედმეტი კლიკების გარეშე არ გამოდიოდა! ეს უბრალოდ იდეალურია ჩემი ტიპის ადამიანისთვის.

ამის შემყურეთ KDE 4.x-ს სტანდარტული დესკტოპი ხომ არ გაგახსენდათ?! ეჰ ... ღია კოდის საზოგადოება იგონებს, მაგრამ თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას სანამ ვინმე ვინდოუზზე არ გადმოიტანს, თუგინდ უარესად (მაგრამ არა აუცილებლად).
21-10-2009, 22:33:50 | gearge

ოო, ეს მართლაც მოხერხებულია!!!
შეიძლება შეველიო კიდევაც TurboLaunch-საც
21-10-2009, 20:27:06 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.