მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Microsoft PhotoSynth
Microsoft PhotoSynth

რამდენიმე წლის წინ Microsoft Live Labs–მა ახალი თანამშრომელი, სახელად ნოა სნეივლი (Noah Snavely) აიყვანა და მისი იდეის, გადაღებული სურათებით აღედგინათ გადაღების ადგილის სამგანზომილებიანი მოდელი, განხორციელება დაიწყო.

პროექტს თავიდან “ფოტო ტურიზმი” ერქვა, რომელიც გამოხატავდა იდეას, საინტერესო ადგილების დათვალიერება კომპიუტერიდან მოუცილებლად ყოფილიყო შესაძლებელი. Microsoft–მა ტექნოლოგიას სახელი შეუცვალა და photoSynth, ანუ “ფოტოსინთეზი” უწოდა. PhotoSynth კორპორაციის კიდევ ერთ პროდუქტზე, SilverLight-ზე დაფუძნდა და მომხმარებლისთვის სამგანზომილებიანი მოდელების ჩვენება მისი საშუალებით ხდება.

რაც შეეხება უშუალოდ ტექნოლოგიას: თქვენ სასურველ ადგილს უღებთ რაც შეიძლება მეტ სურათს, რომლებსაც ერთმანეთთან თანაკვეთა რაც შეიძლება მეტი აქვთ, შემდეგ “აჭმევთ” ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პროგრამას ამ სურათებს, ის კი მათით ადგილის სამგანზომილებიან მოდელს აკეთებს. როგორ? ამის გასაგებად ჯობია ვიდეორგოლი ვნახოთ:

როგორც ვიდეორგოლშია ნათქვამი, გარდა ბევრი სურათისა, PhotoSynth–ს სჭირდება რაც შეიძლება მეტი ტექსტურა და რაც შეიძლება ნაკლები ერთფეროვანი საგანი სურათებში, რათა ფოტოები ერთმანეთთან კარგად დაწყვილდეს.

შექმნილი სინთეზები ავტომატურად იტვირთება PhotoSynth–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე (PhotoSynth.net) და იქვეა მისაწვდომი (სანახავად საჭიროა Microsoft Silverlight–ის ქონა). შესაძლებელია სინთეზების embed კოდის მიღება და მათი საკუთარ ვებ–გვერდზე განთავსება.

სინთეზის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ვენეციის კოლაჟი:

ვენეცია photoSynth–ში

PhotoSynth არა მხოლოდ “ფოტო ტურიზმისთვისაა” გამოსადეგი. ტექნოლოგიის ფეხის მოკიდების შემდეგ ძალიან მოხერხებული იქნება მისი გამოყენება, მაგალითად, მანქანების/ბინების/ნებისმიერი საგნის ყიდვა–გაყიდვის ვებ–გვერდზე პროდუქტის შესახებ უკეთესი წარმოდგენის შესაქმნელად.

სერვისის ფაქტიურად ერთადერთი ნაკლი გახლავთ ის, რომ სინთეზები შესაბამის პროგრამაში დამუშავების შემდეგ პირდაპირ იტვირთება Microsoft–ის სერვერებზე. მართალია, შეგიძლიათ ის "პირადული (private) გახადოთ, რაც უცხო პირებს მისი ნახვის შესაძლებლობას მოუსპობს, მაგრამ თქვენი სურათები MS–ისთვის მაინც იქნება მისაწვდომი.



სინთეზატორი პროგრამის გადმოწერა შეგიძლიათ ამ ბმულზე დაწკაპუნებით, PhotoSynth–ის ოფიციალურ ვებ–გვერდი (მთელი მსოფლიოდან ატვირთული სინთეზებით) აქაა მისაწვდომი.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 28-10-2009, 18:55:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

იდეა ნაღდად არაა ახალი და არც M$ გამოუგონებია :)
"In the late 1990s an innovative company called Enroute Imaging came out with QuickStitch,"
(მსურველებს შეუძლიათ დაგუგლონ ოფიცალაური წყაროს მოყვაანა მეაზერება :d)
ხო კიდე, ანალოგიური ძალიან დიდი ხინს წინ მაქ ნანახი flash ვერსიაზე , რაღაც ამის მგსვსი:
http://openphotovr.org/
01-11-2009, 02:46:32 | Frrrredo

და ვოტა უფრო ნორმალური ქალი ვერ იპოვეს მაგ ვიდეოს გადასაღებად? გული ამერია კინაღამ ბოლომდე ვერ ვუყურე
30-10-2009, 18:36:51 | fashisti

gearge, არა მგონია შენი აღწერილი ტექნოლოგია უფრო ძველი იყოს, PhotoSynth 4 წლისაა უკვე :)
29-10-2009, 18:35:27 | domen

ჯერ კიდევ მაგ არჩევნებამდე არ იყო ბილ გეიტსის ჰოლოგრამა? :) იუტუბზე დევს მაგის ვიდეოები :)

და იქნებ ის პროგრამა ის იყო ზუსტად, რაც ახლა უკვე ფართო მასებისთვისაა ხელმისაწვდომი? :)
29-10-2009, 09:05:26 | Power_VANO

.. პირდაპირ ეთერში ქვეყნის მეორე კიდეში მყოფი ჟურნალისტის პროეცირებული ჰოლოგრამა გადაიცა პირდაპირ ბლიცერის სტუდიაში, ცოცხლად ... დიახ, როგორც ვარსკვლავურ ომებში, სტარტრეკსა და სხვა მსგავს ფილმებში :-)
29-10-2009, 00:44:20 | gearge

ჰეჰ ... მშვენიერია რომ მარტივად გამოსაყენებელი და უფასოა სერვისია, მაგრამ იდეა არ არის ახალი. CCN-ზე აშშ-ს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს თუ ვინმე ადევნებდით თვალს (პირადად ზედმეტად გულმოდგინედ ვუყურებდი) გაგახსენდებათ ბლიცერის მიერ შემოთავაზებული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღის სამ განზომილებიანი "კედელი", რომელიც ხალხისგან გამოგზავნილი უამრავი ციფრული სურათისგან უნდა აწყობილიყო პირდაპირ ეთერში. საქმე სპეციალურად დაკვეთილ პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა შეესრულებინა და მართლაც შეასრულა ... შთამბეჭდავი იყო :-) პრინციპში, რასაც აქ ხედავთ ის იყო, ოღონდ დიდი მასშტაბით. მაიკროსოფტმა რათქმაუნდა მო-RIP-ა იდეა და ვუალა ... ძალიან კარგი!

ისე, ამავე არჩევნებზე, ამავე არხზე კიდევ ერთი გამაოგნებელი ექსპერიმენტი ჩატარდა: პირ
29-10-2009, 00:41:00 | gearge

Woooooow!!! მახსოვს ბავშვობაში ვოცნებობდი ასეთ მარტივად გაკეთებად 3D-ზე :)

მშვენიერი რამეა, გმადლობ დომენ ნიუსისთვის!
28-10-2009, 23:02:54 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.