Microsoft PhotoSynth
რამდენიმე წლის წინ Microsoft Live Labs–მა ახალი თანამშრომელი, სახელად ნოა სნეივლი (Noah Snavely) აიყვანა და მისი იდეის, გადაღებული სურათებით აღედგინათ გადაღების ადგილის სამგანზომილებიანი მოდელი, განხორციელება დაიწყო. პროექტს თავიდან “ფოტო ტურიზმი” ერქვა, რომელიც გამოხატავდა იდეას, საინტერესო ადგილების დათვალიერება კომპიუტერიდან მოუცილებლად ყოფილიყო შესაძლებელი. Microsoft–მა ტექნოლოგიას სახელი შეუცვალა და photoSynth, ანუ “ფოტოსინთეზი” უწოდა. PhotoSynth კორპორაციის კიდევ ერთ პროდუქტზე, SilverLight-ზე დაფუძნდა და მომხმარებლისთვის სამგანზომილებიანი მოდელების ჩვენება მისი საშუალებით ხდება. რაც შეეხება უშუალოდ ტექნოლოგიას: თქვენ სასურველ ადგილს უღებთ რაც შეიძლება მეტ სურათს, რომლებსაც ერთმანეთთან თანაკვეთა რაც შეიძლება მეტი აქვთ, შემდეგ “აჭმევთ” ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პროგრამას ამ სურათებს, ის კი მათით ადგილის სამგანზომილებიან მოდელს აკეთებს. როგორ? ამის გასაგებად ჯობია ვიდეორგოლი ვნახოთ: როგორც ვიდეორგოლშია ნათქვამი, გარდა ბევრი სურათისა, PhotoSynth–ს სჭირდება რაც შეიძლება მეტი ტექსტურა და რაც შეიძლება ნაკლები ერთფეროვანი საგანი სურათებში, რათა ფოტოები ერთმანეთთან კარგად დაწყვილდეს. შექმნილი სინთეზები ავტომატურად იტვირთება PhotoSynth–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე (PhotoSynth.net) და იქვეა მისაწვდომი (სანახავად საჭიროა Microsoft Silverlight–ის ქონა). შესაძლებელია სინთეზების embed კოდის მიღება და მათი საკუთარ ვებ–გვერდზე განთავსება. სინთეზის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ვენეციის კოლაჟი: ვენეცია photoSynth–ში PhotoSynth არა მხოლოდ “ფოტო ტურიზმისთვისაა” გამოსადეგი. ტექნოლოგიის ფეხის მოკიდების შემდეგ ძალიან მოხერხებული იქნება მისი გამოყენება, მაგალითად, მანქანების/ბინების/ნებისმიერი საგნის ყიდვა–გაყიდვის ვებ–გვერდზე პროდუქტის შესახებ უკეთესი წარმოდგენის შესაქმნელად. სერვისის ფაქტიურად ერთადერთი ნაკლი გახლავთ ის, რომ სინთეზები შესაბამის პროგრამაში დამუშავების შემდეგ პირდაპირ იტვირთება Microsoft–ის სერვერებზე. მართალია, შეგიძლიათ ის "პირადული (private) გახადოთ, რაც უცხო პირებს მისი ნახვის შესაძლებლობას მოუსპობს, მაგრამ თქვენი სურათები MS–ისთვის მაინც იქნება მისაწვდომი. სინთეზატორი პროგრამის გადმოწერა შეგიძლიათ ამ ბმულზე დაწკაპუნებით, PhotoSynth–ის ოფიციალურ ვებ–გვერდი (მთელი მსოფლიოდან ატვირთული სინთეზებით) აქაა მისაწვდომი. ბეჭდვითი ვერსია | 28-10-2009, 18:55:00 | domen |
|
იდეა ნაღდად არაა ახალი და არც M$ გამოუგონებია :)
"In the late 1990s an innovative company called Enroute Imaging came out with QuickStitch,"
(მსურველებს შეუძლიათ დაგუგლონ ოფიცალაური წყაროს მოყვაანა მეაზერება :d)
ხო კიდე, ანალოგიური ძალიან დიდი ხინს წინ მაქ ნანახი flash ვერსიაზე , რაღაც ამის მგსვსი:
http://openphotovr.org/