მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
GIGA Tweaker 3
GIGA Tweaker 3

სისტემის ჩვენს ჭკუაზე მოყვანა ყველას გვიყვარს, მაგრამ ამის გასაკეთებლად რეესტრში და სისტემურ უტილიტებში ღრმად ქექვაა საჭირო, რამაც შეიძლება საერთოდ უარი გათქმევინოთ ყველანაირ მორგებაზე. საბედნიეროდ, არსებობს პროგრამების მთელი არმია, რომლებიც სასიამოვნო, კატეგორიზებულ ინტერფეისში აერთიანებენ ყველა ამ პარამეტრს და იძლევიან სისტემის დიდი ძალისხმევის გარეშე მორგების საშუალებას.

ერთ–ერთი უფასო და შესანიშნავი მათგანია GIGA Tweaker, რომელიც შექმნილია სპეციფიკურად Windows 7–ისთვის და იძლევა ყველაზე ხშირად გამოყენებადი პარამეტრების შეცვლის საშუალებას.


გარდა იმისა, რომ აერთიანებს ძალიან ბევრ კარგად დახარისხებულ პარამეტრს (რომელთა ჩამოთვლასაც არ მოვყვებით მათი სიმრავლის გამო), GIGA Tweaker–ს რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი აქვს.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამა ტრეი–შეტყობინებების საშუალებით მოკლე და გასაგები ტექსტით აგიხსნით უმეტესი პარამეტრების დანიშნულებას, რაც საშუალებას მოგცემთ, პროგრამა სასწავლო დანიშნულებითაც გამოიყენოთ. მეორე მხრივ კი ახალბედას უფრო გაუჭირდება რამეს გაფუჭება.

ასევე, GIGA Tweaker შემოგთავაზებთ explorer.exe–ს ავტომატურ რესტარტს, თუ ეს რომელიმე პარამეტრის ცვლილების ძალაში შესასვლელად საჭიროა, მისი კონსოლის საშუალებით შეიძლება თვალი მიადევნოთ, პარამეტრის ცვლილებისას რა იცვლება სისტემაში, შეგიძლიათ მარტივად შექმნად Restore Point, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გაუგებრობები.

მოკლედ, GIGA Tweaker ძალიან საინტერესო და ხშირად საჭირო პროგრამა გახლავთ, ყველას გირჩევთ მის ქონას.



პროგრამის მიმდინარე ვერსიის (3.0.1.432) ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ ბმულზე დაწკაპუნებით, ოფიციალურ გვერდს კი აქ ნახავთ.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 30-10-2009, 20:27:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

domen
ტუნაპი სისტემასაც ცვლის
ახლა ვნახე რომ ამდენი რაღაცა რაც GIGA Tweaker-ს აღმოვუჩინე 7-სთვის, ტუნაპს არ ქონია, მაგრამ საჭირო დონეზე ეგეც ცვლის. ნუ იტოგში მაინც ტუნაპი ჯობია ჩემი აზრით
01-11-2009, 19:43:53 | JohnDoe

JohnDoe, არა Tune-Up სხვა რამეა, ეს სხვა.
31-10-2009, 20:33:41 | domen

უკვე Tune-up 2010 მიყენია. 3 თვის, თითქმის მკვდარი 7 გამოაცოცხლა, აღარ ჭედავს და რავიცი აბა ვისაც 7 (და არა მარტო 7) გიყენიათ, ყველას გირჩევთ.
ნუ ამასაც ვცდი, მაგრამ ძალიან ტუნაპს ძალიან გავს
31-10-2009, 20:17:18 | JohnDoe

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.