გამოსამშვიდობებელი პოსტი
ზედმეტი ახსნა–განმარტების გარეშე გთავაზობთ პოსტს ჩვენი ფორუმიდან:
“სანამ კომპინფო გათიშული იყო, თვალის ექიმთან მომიწია რამდენიმე კონსულტაციის გავლა და ამეკრძალა კომპიუტერთან დღეში ერთ საათზე მეტი ხნით დაჯდომა. დაახლოებით რომ წარმოდგენა შეგექმნათ ჩემს მდგომარეობაზე, გეტყვით, რომ აქამდე დღეში 4-5 საათს მაინც ვატარებდი ეკრანის წინ :–)
ეს შეზღუდვა პირდაპირ მოქმედებს ჩემზე, როგორც კომპინფოს ჟურნალისტზე – ერთი საათი უბრალოდ ფიზიკურად არაა საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც კარგად გადავათვალიერო მსოფლიო კომპ. სიახლეების არხი, რომ არაფერი ვთქვათ ერთი მაინც ხარისხიანი სიახლის/განხილვის დაწერაზე, ფორუმის მოდერირებაზე, CompinfoPack–ზე და კიდევ ერთი–ორ პროექტზე, რომელთა განხორციელებაც იგეგმებოდა საიტის ჩართვისას. ამას დავამატოთ ისიც, რომ თითქმის ყოველდღიურად კომპიუტერისთვის გამოყოფილი დროის დიდი ნაწილი ჩემი სტუდენტური სამუშაოებისთვის მეხარჯება და თავისუფალი დრო თითქმის აღარ რჩება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვთვლი, რომ მოვალეობებს, რომლებსაც მაკისრებს ფორუმის ადმინისტრატორობა და საიტის რედაქტორობა, ვეღარ შევასრულებ და, შესაბამისად, ვტოვებ ჩემს პოსტებს ჯერჯერობით განუსაზღვრელი ვადით.”
[რაც შეეხება CompinfoPack–ს, მისი განახლება იგეგმება, მაგრამ რამდენად განხორციელდება, ჯერჯერობით უცნობია.]
ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობდით ჩემს მოწოდებულ ინფორმაციას და ხელს გვიწყობდით საიტის განვითარებაში.
ბეჭდვითი ვერსია | 25-12-2009, 22:47:00 | domen
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
არ შეშინდე ჯიგარო, ცოტა დაისვენე და ყველაფერი კარგად იქნებან