მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Bluetooth 4.0-ის სპეციფიკაციები გამოქვეყნდა!
Bluetooth 4.0-ის სპეციფიკაციები გამოქვეყნდა!

ყველას გვიყვარს Bluetooth-ი. ჩვენი უმრავლესობის მობილური ტელეფონებიც ამ ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და აქტიურად ვიყენებთ მას მეგობრებთან ფაილების გასაცვლელად თუ სხვა საქმიანობისთვის. თუმცა, "ლურჯკბილას" მუდამ ერთი უარყოფითი მხარე ჰქონდა - დიდი ენერგომოხმარება. ჩართული Bluetooth-ი ტელეფონის ბატარეას საკმაოდ მალე "წოვს" ენერგიას. Bluetooth SIG (Special Interest Group)-მა, რომელიც პასუხს აგებს და მუშაობს ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე, განაცხადა "ლურჯკბილას" ახალი ვერსიის, Bluetooth 4.0-ის დამზადების შესახებ. გამოქვეყნდა ახალი ტექნოლოგიების სპეციფიკაციებიც - როგორც იქნა, ენერგომოხმარების პრობლემა საბოლოოდ დაძლეულია.

Bluetooth 4.0-ის სპეციფიკაციებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია:

  • ულტრადაბალი ენერგომოხმარება, როგორც პიკურ, ასევე საშუალო და ლოდინის რეჟიმში მუშაობისას.
  • წლობით მუშაობის საშუალება "აბის" ტიპის ბატარეებზე.
  • გაზრდილი სამუშაო არეალი 100+ მეტრამდე.
  • დრო კავშირის დასამყარებლად და ინფორმაციის გადაცემის დასაწყებად - სულ რაღაც 3 მილიწამი.
  • 128-ბიტიანი AES შიფრაციის მხარდაჭერა.

Bluetooth-ის ახლანდელი, 3.0 ვერსია მიღებულ იქნა ამა წლის აპრილში. ახალი ტექნოლოგიით აღჭურვილი აპარატურის ბაზარზე გამოჩენა 2010 წლის დასაწყისშია მოსალოდნელი.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-12-2009, 22:10:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

ვა რა გაუჯეჯილებია ლურკბილას???
სასიამოვნოა ძალიან,
იმედია უკუთავსებადი იქნება
04-01-2010, 17:49:16 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.