მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
K-Lite Codec Pack 5.5.6 Update
K-Lite Codec Pack 5.5.6 Update

სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც უყვართ ფილმებისა და მუსიკის დაკვრა საყვარელ და ჩვეულ Media Player-ში, ან მათთვის ვისაც არ აინტერესებთ/სჭირდებათ რამე განსხვავებულის, შესაძლოა უკეთესის ძიება :-) კიდევ ერთხელ განახლდა მსოფლიოში ცნობილი და საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული K-Lite კოდეკების ნაკრები, Codec Guide-ისგან.

პროგრამა გაანაახლებს თქვენს 5.5.x პაკეტს 5.5.6 ვერსიამდე, რასაც რიგი გაუმჯობესებები მოაქვს.  კოდეკების პაკეტი ხშირად განახლდება, რამაც შეიძლება მხოლოდ გაგვახაროს. ვისაც გვაინტერესებს, ვკითხულობთ - ვაჭერთ სრულად-ს.



ვინც არ იცით მოგახსენებთ, რომ K-Lite Codec Pack თითქმის ყველა კომპიუტერის განუყრელი ნაწილი არის ან უნდა იყოს, რადგან გეხმარებათ დაუკრათ ყველა ფორმატის/ტიპის მედია ფაილი რაც გაგიგონიათ და ბევრ სხვა ისეთის, რომლებზეც არც კი გსმენიათ. მასთან აღარ მოგიწევთ [ზედმეტი] წვალება ნაცნობისგან ნაშოვნი ან ინტერნეტით ჩამოტვირთული აუდიო-ვიდეო ფაილიების 99%-ის დასაკვრელად.

პაკეტი შეიცავს Media Player Classic-ს, ინდუსტრიის სტანდარტად ქცეული მედია ფაილების დამკვრელს. ასევე Real Alternative-ს, ყველა RealMedia ფორმატის დასაკრავად, მათ შორის პირდაპირი ეთერის (streaming).

მუშაობს ყველა ვინდოუზთან, დაწყებული 2000-ით და დასრულებული 2008 ვერსიით.

მოკლედ, როგორც Ja_Ja იტყოდა: "ვისაც გსურთ დაეწიოთ მსოფლიო სტანდარტებს აწვებით ბმულს" :-) რის შემდეგაც გვეხსნება გვერდი ახალი შესაძლებლობა/გაუმჯობესებების ჩამონათვალით და ბოლოში თვითონ განახლების ჩამოსაქაჩი ბმულებით:

K-Lite Codec Pack 5.5.6 Update 5.8 მეგაბაიტი

ზარმაცები პირდაპირ ვტვირთავთ:
სარკე_1
სარკე_2
სარკე_3

ყურადღება! ის რაც ზევით დევს მხოლოდ განახლებაა, რასაც ალბათ ფაილის ზომიდან დაასკვნიდით. თუ არ გვაქვს მთლიანი პაკეტი, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ნაკრები აქედან:

K-Lite Codec Pack 5.5.1



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 03-01-2010, 20:50:00 | gearge
   
ბმულები შესაბამის თემაზე

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.