მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
უფასო ანტივირუსული სკანერები
უფასო ანტივირუსული სკანერები

ტრადიციულად განახლდა უფასო ანტივირუსული სკანერები Kaspersky Lab, Dr. Web და სხვა მწარმოებლებისგან. პროგრამები წარმოადგენენ აუცილებელ არსენალს ნებისმიერი Windows მომხმარებლისა, რომელსაც ხშირად უწევს კომპიუეტრების წმენდა ვირუსებისა და სხვა საზიზღრობისგან. უბრალოდ ჩაწერეთ დისკზე ან ფლეშ დრაივზე და იქიდან დაასკანირეთ კლიენტ კომპიუტერები.


Kaspersky Virus Removal Tool
Dr.WEB CureIt!
RemoveIT Pro 4 SE
a-squared Free

ეჭვი გაქვთ რომ კომპიუტერში რამე საზიზღრობა ჩაგიბუდდათ, გინდათ დარწმუნდეთ რომ თქვენი ანტივირუსი ეფექტურად გიცავთ, ან გინდათ დაეხმაროთ სხვას კომპიუტერის ვირუსებისგან გაწმენდაში - შესაძლოა ამით თავსაც კი ირჩენთ? მაშინ ვკითხულობთ დამატებით ინფორმაციას - ვაჭერთ სრულად-ს!




ზემოთ მოყვანილი სკანერ-მწმინდავები არ იცავენ სისტემის ინფიცირებისგან, ანუ ვერ ჩაანაცვლებენ სრულფასოვან ანტივირუსს. ამის მაგიერ ისინი გულმოდგინედ წმენდენ უკვე დაავადებული სისტემას ყველა ტიპის ბოროტმოქმედი პროგრამისგან, მათ შორის: ვირუსებისგან, ჭიაყელებისგან, პროგრამა შპიონებისგან, ტროანული ცხენებისგან და რუტკიტებისგან (rootkits).

ოდესმე თუ მომხვდარხართ კომპიუტერთან, სადაც ანტივირუსი გამორთულა, უკან ვეღარ რთავთ და/ან ვეღარ განაახლებთ, ვერც ძველსა შლით და ვერც ახალს აყენებთ? ან კიდევ უარესი, იმდენად დაავადებულ მანქანასთან ზიხართ რომ მიუხეავად მრავალი მცდელბისა, ვერცერთი ანტივირუსი ვერ ახერხებს ბოლომდე გაწმინდოს? ბევრი მსგავსი სცენარის გახსენება შემიძლია, მაგრამ ამ სიახლის შინაარსს გასცდება. გამოიყენეთ ეს პროგრამები დანიშნულებისამებრ, მიეცით შესასანსლად ან მთლიანი ვინჩესტერი, ან შესაბამისად რომელიმე განყოფილება/საქაღალდე და ეჭვი მეპარება თქვენი მცდელობები უშედეგოდ დასრულდეს. კატასტროფულ შემთხვევებში შესაძლოა იგივე მწარმოებლების Live CD გადაწყვეტილებების გამოყენება მოგიწიოთ, ჩვეულებრივ მხოლოდ გამონაკლისის სახით.

ჩამოსატვირთი ბმულები:

(ამ ოფიციალურ მოსამართებზე ყოველთვის მიიღებთ პროგრამების უახლეს ვერსიებს!)
Kaspersky Virus Removal Tool
Dr.WEB CureIt!
RemoveIT Pro 4 SE
a-squared Free

ახალი Kaspersky Virus Removal Tool გამოდის ლამის ყოველ ორ საათში ერთხელ, მაგრამ თვით პროგრამა საჭიროებს ინსტალაციას (დაყენებას); Dr.WEB CureIt! განახლდება ყოველ დღე და არ საჭიროებს დაყენებას (ანუ პორტატულია - portable); a-squared Free და RemoveIT Pro განახლდებიან კვირაში რამდენჯერმე, მაგრამ საჭიროებენ ინსტალაციას.

პროგრამები იყენებენ ჩამოტვირთვის დროისთვის უახლეს სკანირების ძრავებს და მოჰყვებათ  ყველაზე სრული ანტივირუსული ბაზები.

რომელი აირჩიოთ, თქვენთვის მომინდვია, მაგრამ როგორც ჩვეულებრივი ანტივირუსების შემთხვევაში, აქაც სასურველია პირველ რიგში განახლების სიხშირე გავითვალისწინოთ. ამავდროულად, რადგან არცერთი მათგანი არ შეიცავს დამცავ კომპონენტს (ანუ რეზიდენტულ მცველს), შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა ერთად ან ნებისმიერი სხვა კომბინაციით, მომუშავე ანტივირუსის ფონზეც კი. ასევე, მიუდექით საკითხს კომპლექსურად - ვერცერთი კონკრეტული პროგრამა ვერ იქნება ამომწურავი გადაწყვეტილება.

კითხვებითა და კომენტარებით მოგვმართეთ კომპინფოს ტექნიკურ ფორუმზე.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 07-01-2010, 01:46:00 | gearge
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

kasperski- მ ვერ იპოვა რასაც მიაგნო a-squared free-მ,და ამათ ყველას NORMAN-ჯობია...
31-01-2010, 14:14:41 | daviti1000

'Kaspersky Virus Removal Tool' ყველას ჯობია
08-01-2010, 20:18:43 | real_C.F.

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.