მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Norman Malware Cleaner
Norman Malware Cleaner

კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ვირუსებისა და სხვა ბოროტმოქმედი პროგრამებისგან (Malware) საწმენდ უტილიტას Norman-ისგან. მაიკროსოფტის ცნობილი Malicious Software Removal Tool-ის მსგავსად ის წარმოადგენს ანტივირუსულ სკანერ-მწმინდავს, ანუ არ შეუძლია დაგიცვათ ინფიცირებებისგან. მისი ერთადერთი მოვალეობაა აღმოაჩინოს და გაანადგუროს Malware ვინდოუზ სისტემებში.


ჩვეულებრივი ანტივირუსებისგან განსხვავებით, ანტივირუსული სკანერ-მწმინდავები გამოირჩევიან მუშაობის მაღალი ხარისხით. ვისაც დაგაინტერესათ, სიახლის სანახავად, დააჭირეთ სრულად-ს.



Norman Malware Cleaner:

  • მოკლავს ყველა მომუშავე ბოროტმოქმედ პროცესს;
  • გაწმინდავს დისკს ინფექციებისგან (მათ შორის ბოროტმოქმედ ActiveX კომპონენტებისა და BHO-ებისგან (browser helper objects));
  • აღმოაჩენს და მოაცილებს ეგრედწოდებულ რუტკიტებს (rootkits);
  • აღადგენს ბოროტმოქმედი პროგრამების ქმედებებისგან დაზიანებულ რეესტრს;
  • გაასუფთავებს hosts ფილს, malware-ის დამატებული ჩანაწერებისგან;
  • მოხსნის Windows Firewall-ის წესებში ჩამატებულ გამონაკლისებს ბოროტმოქმედი პროგრამებისთვის;

რატომ არ არის ეს პროგრამა წინაზე გამოქვეყნებული უფასო ანტივირუსული სკანერების სიაში? უფასო ანტივირუსული სკანერების სიაში წარმოდგენილი პროგრამებისგან განსხვავებით ის არ შეიცავს სრულ ანტივირუსულ ბაზას! Malicious Software Removal Tool-ის მსგავსად Malware Cleaner სისტემის სპეციალურ ადგილებში ეძებს და ეფექტურად ანადგურებს მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ და საშიშ ვირუსებს, ჭიაყელებს, პროგრამა შპიონებს, ტროიანულ ცხენებსა და სხვა ბოროტმოქმედ პროგრამებს.

პროგრამის ახალი ვერსია გამოდის ყოველ დღე, უკანასკნელი სკანირების ძრავითა და ყველაზე გავრცელებული/საშიში Malware ბაზით. მისი უახლესი ვერსიის ჩამოტვირთვას ყოველთვის შეძლებთ ქვემოთ მოტანილი ბმულით!

მწარმოებელი: Norman ASA
ვრცელდება: უფასოდ (Freeware)
ოპერაციული სისტემები: Windows 98, Me, NT, 2000, XP, 2003 და Vista
პროგრამის ენა: ინგლისური
ჩამოსატვირთი ბმული: Norman Malware Cleaner

ყურადღება! სასურველია Norman Malware Cleaner-ს დავასკანირებინოთ Windows უსაფრთხო რეჟიმში (Safe mode). ამ რეჟიმში მას ექნება წვდომა სისტემის ყველა ფაილ/დირექტორიასთან და არსებული ინფექციებიც ვერ შეუშლიან ხელს. უსაბრთხო რეჟიმში ჩასატვირთად გადატვირთეთ ("დაარესტარტეთ") კომპიუტერი და ვინდოუზის ჩატვირთვამდე კლავიატურაზე დააჭირეთ ღილაკ F8-ს, გამოსულ მენიუში კი აირჩიეთ Safe mode.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 07-01-2010, 01:50:00 | gearge
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.