მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
AMD-ს ახალი პროცესორები Phenom II ოჯახიდან
AMD-ს ახალი პროცესორები Phenom II ოჯახიდან

კომპანია AMD აპირებს დააანონსოს ახალი პროცესორები. მათ შორის იქნება Phenom II X2 555 Black Edition, ასევე Athlon II X4 635, Athlon II X3 440 და Athlon II X2 255, რომლების გამოშვებაც ამ კვარტალში იგეგმება .

მართალია ინტელის ახალ 32 ნანომეტრული და საკმაოდ მისაღები ფასის მქონე პროცესორების ფონზე ეს სიახლე დაიჩრდილა, თუმცა AMD-ს განცხადებით ახალი Phenom II X2 555 Black Edition C3 სტეპინგზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი იქნება ორბირთვიან პროცესორებს შორის - სამუშაო სიხშირე 3.2 GHz. და ღია მამრავლი პროცესორის აჩქარებისთვის დიდ საშუალებებს გვაძლევს. აჯობებს თუ არა ეს პროცესორი Intel-ის Pentium G6950-ს ამას დრო და ტესტები გვაჩვენებს. ასევე გვაცნობებენ რომ პროცესორები საკმაოდ დაბალ ფასებში გაიყიდება. AMD-ს წარმომადგენელთან Damon Muzny-სთან საუბრისას გაირკვა რომ არა მარტო ორბირთვიანი, არამედ სამ და ოთხბირთვიანი პროცესორების ფასი 100 $-ზე ნაკლები იქნება!

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



აქვე მინდა გაჩვენოთ ამ პროცესორის აჩქარების ჭეშმარიტი პოტენციალი (ეს შემთხვევით მომივიდა უსინდისო ვიყო :-D )
საიტზე  http://www.xtremesystems.org დაფიქსირდა შესანიშნავი შედეგი.

დედა დაფად გამოყენებული იქნა Biostar TA785GE 128M, პროცესორის გაგრილებისთვის კი თხევადი აზოტი.
თვითონ პროცესორი - Phenom II X2 555 Black Edition C3 სტეპინგზე.
 

აჩქარებისას მოხდა პროცესორის ოთხივე ბირთვის გახსნა და ფაქტიურად მიღებულ იქნა სრულყოფილი 4-ბირთვიანი პროცესორი. როგორც ავტორი აცხადებს, მამრავლის გახსნა საკმაოდ ადვილად მოხდა.
თხევადი აზოტის ქვეშ 6.1GHz სიხშირეზე პროცესორი აბსოლუტურად სტაბილური იყო.
მცირედი ვოლტაჟის ტვიკინგის და HTT speed ცვლილებებით მიღწეულია შთამბეჭდავი შედეგი
ვინდოუსი ჩაიტვირთა 6325 MHz სიხშირეზე (230MHz X 27.5 multiplier) !!!

ესეც ჩატვირთვის დამადასტურებელი ვიდეო:

ხოლო საბოლოო შედეგი Windows-დან სიხშირის მომატებით დაფიქსირდა 6637 მჰც.

სიახლის ავტორი: სოსო
წყარო: Overclockers.ge



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 10-01-2010, 17:49:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.