მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Plextor-ი SSD-ების ბიზნესში ერთვება
Plextor-ი SSD-ების ბიზნესში ერთვება

ყველასთვის კარგად ცნობილი ჰაი-ენდ ოპტიკური დრაივების მწარმოებელი, კომპანია Plextor-ი SSD დრაივების ბიზნესში ჩაერთო. პირველი დრაივები 64 და 128 გბ-იანი კონფიგურაციაში გამოვლენ და აღჭურვილნი იქნებიან კომპანია Marvell-ის კონტროლერებით.

Plextor-ის განცხადებით, მისი დრაივები აღჭურვილნი არიან სპეციალური ანტი-დეგრადაციული ალგორითმებით, ანუ SSD-ებს "დაძველებისგან" წარმადობის ვარდნის საფრთხე არ ემუქრებათ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ალგორითმები სხვა კომპანიების SSD დრაივებსაც აქვთ. რამდენად მძლავრი გადაწყვეტა მოგვცა Plextor-მა, ამას ტესტირებები და დრო გვიჩვენებს.

ახალ SSD დრაივებს ბაზარზე 2010 წლის პირველ კვარტალში ვიხილავთ.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-01-2010, 22:13:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.