COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Silverstone ST1500 1500W

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2281


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Silverstone ST1500 1500W
Silverstone ST1500 1500W

დღეს მინდა გესაუბროთ ჭეშმარიტ კვების ბლოკზე - Silverstone ST1500 1500W-ზე. მოკლედ წარმოდგენილი ეგზემპლარი სრულად მოდულარული 1500 ვატიანი კვების ბლოკია. დიდი ხანია არსებობს 1250 ვატზე მეტი სიმძლავრის კვების ბლოკები თუმცა აქამდე არცერთი მათგანი 80 plus სტანდარტებში არ ჯდებოდა. Silverstone-ის უახლესი კვების ბლოკი 80 Plus silver სტანდარტით არის სერტიფიცირებული!

  • 100% modular cables with cable bag - სრულად მოდულარული კვების ბლოკია კარგია მაგრამ წარმოუდგენელია სიტუაცია როცა 20+4 და 4+4 პინების მიერთება საჭირო არ არის, და ამ კონეკტორების მოდულარულად გაკეთება არ მიმაჩნია სწორად 
  • 1500W continuous and 1600W peak power - გასაგებია 1500 ვატი მაგრამ ეს პიკური მაჩვენებელი მემგონი ცოტა ზედმეტი მოუვიდათ არავის გქონდეთ ამ მაჩვენებლის იმედი რეალური დატვირთვისას.
  • Efficiency 85%-88% at 20%-100% loading with 80 PLUS Silver certification - ასეთი მაღალი ეფექტურობა აუცილებელიც არის ამ სიმძლავრის კვების ბლოკისთვის
  • Class-leading eight +12V rails with 110A (Peak up to 120A) - 110 ამპერი საკმაოდ შთამბეჭდავია მარტო +12 ვოლტზე 1320 ვატი გამოდის
  • 1500W continuous power output with 40°C operating temperature - საკმაოდ კარგი მაჩვენებელია თუმცა რამდენად რიალური ამას ტესტი გვაჩვენებს
  • Strict ±3% voltage regulation - 1 კილოვატიანი კვების ბლოკებისათვის ძაბვის რეგულაციის ასეთ მაჩვენებელი დიდი ხანია აღარ არის გასაკვირი მაგრამ საუბარია 500 ვატით მეტი სიმძლავრის კვების ბლოკზე.
  • Silent Running 135mm fan with 19dBA minimum - სტატიის ავტორს ეეჭვება ასეთი ჩუმი ვერ იქნებაო თუმცა ამ მიმოხილვაში ხმაურის გატესტვა არ ხდება
  • Japanese main capacitors - ძირითადი კონდენსატორები იაპონურია, მაგრამ დანარჩენი კონდენსატორები?
  • Four PCI-E 8pin, eight PCI-E 6pin, and 12 SATA connectors support - ყუთძე დიდი ასოებით აწერია VGAx3 მაგრამ ამ კვებას 4 ვიდეო კარტის ჩართვაც შეუძლია მით უმეტეს თუ ვატების რაოდენობას გავითვალისწინებთ.
  • Support ATX 12V 2.3 & EPS 12V
  • Active PFC - აუცილებლად

    დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



  • კვების ბლოკი საკმაოდ მძიმეა 4.2kg ! არც ისე ცოტაა



    ჩუმი 135 მილიმეტრიანი ვენტილატორი



    კომპლექტაცია


    ესეც ის აბლაბუდა რომელიც კვების ბლოკის მოდულარობის გამო თქვენს კეისში სრულად არასდროს მოხვდება



    როგორც ვნახეთ კვების ბლოკი სრულად მოდულარულია



    8 ცალი +12 ვოლტიანი არხი, თითოზე 25 ამპერი, რათქმა უნდა ჯამური ამპერაჟი ამდენი არ იქნება (მხოლოდ 110), საინტერესოა რომ 3.3V/5V 280 ვატია, რაც ორ ტონა ვინჩესტერებს და ოპერატიულს ეყოფა  და 5VSB-ზე მთელი 6 ამპერია!


    აქვე მოცემულია სქემა, როგორ გადანაწილდება +12 ვოლტიანი არხები



    12V5-დან 12V8-მდე განხრები მხოლოდ PCI-e კონეკტორებზე გადანაწილდება და 25 ამპერი თითო განხრაზე იმის გარანტიას იძლევა რომ თუნდაც ყველაზე მომთხოვნი ვიდეო კარტებისთვისაც საკამირისი იქნება ეს განხრები და 4 ვიდეოს თავისუფლად აამუშავებთ მარტო ამ არხებით. დანარჩენი 12 ვოლტიანი არხებიდან ორი განკუთვნილია მხოლოდ EPS12V/ATX12V კაბელებისთვის, ჯამში 50 ამპერი გამოდის მხოლოდ CPU-სთვის, საკმაოდ გაგიჭირდებათ იქნება ამდენი ამპერის გამოყენება.  დანარჩენი ორი არხი პერიფერიაზეა გათვლილი და აქაც საეჭვოა ამდენი სიმძლავრით დაიტვირთოს არხები.

    ახლა ვნახოთ ტესტის შედეგები:



    მე-5 ტესტში 12 ვოლტიანმა განხრებმა თავისუფლად დადეს 110 ამპერი, ხოლო ძაბვის რეგულაციაში ვარდნა იყო 0.15 ვოლტი დაივიწყეთ 3% რეგულაცია ეს მაჩვენებელი თითქმის 1%-ია !! თუცმა უნდა ითქვას რომ ძაბვის ვარდნა 3.3V განხრაზე 3%-ზე მეტი იყო ხოლო 5V არხზე ამ ფარგლებში ჯდება. ორივე არხმა შთამბეჭდავი 17A ამპერი აჩვენა. ფაქტია რომ ვოლტაჟის ასეთი ვარდნის მიზეზი სრულად მოდულარული ინტერფეისია. ასეთივე ვარდნა იყო Ultra X4 კვების ბლოკზე რომელიც ტესტის ავტორმა ჩაატარა. ფაქტია რომ მოდულარულმა კაბელებმა შესაძლოა სერიოზული ხარვეზი გააჩინოს კვების ბლოკის მუშაობაში. თუმცა აქვე ვიტყვი რომ სილვერსტოუნის კვებაზე ძაბვის ვარდნა ATX სტანდარტის 5%-ში ჯდება ყველა შემთხვევაში.

    80 plus ვერცხლის სტანდარტი მხოლოდ მე-5 ტესტში არ მიიღწევა, თუმცა 1500W-ზე ეს კვება 1747 ვატს შთანთქავს და 2% გადახრა სპეციფიკაციებიდან ამხელა დატვირთვაზე ნამდვილად უმნიშვნელოა. CL2 ტესტში საერთო 89% აღწევს ეფექტურობა და 110 ამპერი 12 ვოლტზე. ეს ყველაფერი იყო ე.წ. cold test ეხლა ვნახოთ hot test ანუ რა შეედეგები გვექნება ჩახუთულ კეისში.



    შედეგები შტამბეჭდავია. როგორც ტესტის ავტორი აცხადებს ეს არის პირველი კვების ბლოკი Enhance-ის წარმოების (OEM მწარმოებელია Enhance) რომელიც 1 კილოვატზე მეტს იძლევა და გაუძლო hot test-ს. ძაბვის რეგულაცია 12 ვოლტზე 1%-ია და ამჯერად 3.3V და 5V არხების ძაბვის რეგულაცია 3%-ში ჯდება. ეფექტურობა ვერცხლის სტანდატრთან ძალიან ახლოს დგას და როგორც ტესტის ავტორი აცხადებს მის მიერ გატესტილი მხოლოდ რამოდენიმე კვების ბლოკი ინარჩუნებს ეფექტურობას ჩახუთულ კეისში. მართალია ტემპერატურა გაცდა 40 გრადუსს და 62-ს მიაღწია ცელსიუსით თუმცა კვებამ დატვირთვას გაუძლო მაშინ როცა ვენტილატორის ხმა საერთოდ არ ისმოდა.

    შევიხედოთ კვების ბლოკშიც
    Young Lin Tech-ის წარმოების ვენტილატორი


    ალუმინის რადიატორები რომლებიც როგორც ვნახეთ სკამაოდ კარგად უმკლავდებიან დატვირთვას.



    Nippon Chemi-Con წარმოების ძირითადი კონდენსატორები



    და დანარჩენები Teapo-ს წარმოების კონდენსატორები



    საბოლოო დიაგნოზი:

    დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კვების ბლოკია ბაზარზე. ეფექტურობა ძალზედ მაღალია, 80plus silver სტანდარტი. კვების ბლოკი გრილია და უხმაურო. 1500 ვატი ბევრად მეტია ვიდრე შეიძლება მომხმარებლს დასჭირდეს და 1200 ვატიც კი ზედმეტია

    პლუსები

    • დიდი სიმძლავრე
    • მაღალი ეფექტურობა
    • ძალიან კარგი ძაბვის და ამპლიტუდის რეგულაცია
    • 40 გრადუსზე ზევითაც კი კვების ბლოკი არ ითიშება და ინარჩუნებს ფუნქციონალობას
    • საკმარისი კაბელები 4 ვიდეო კარტისთვის და თითოსთვის 12 ვოლტიანი არხები

    მინუსი

    • დიდი დაშორებებები molex/sata კონექტორებს შორის კაბელებზე

    საშუალო

    • არც არაფერი - (თუმცა მე მივამატებდი რომ სრულად მოდულარული რომ არ ყოფილიყო შედეგებიც უკეთესი ექნებოდა და +3.3 და +5 ვოლტზე ძაბვის ასეთი ვარდა არ იქნებოდა)

    სტატიის ავტორი კვების ბლოკს 10 ბალიანი სისტემით 9.7 ქულას აძლევს.

    რა გითხრათ, მე პირადად მომეწონა კვების ბლოკი და შთამბეჭდავია მისი სიმძლავრე. როგორც ავღნიშნე, აქამდე 1250 ვატის ზევით 80 პლუს სტანდარტის კვების ბლოკი არ არსებობდა.

    ესეც ფასი ამერიკულ ბაზარზე: Newegg

    სიახლის ავტორი: სოსო
    წყარო: Overclockers.ge



    ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 14-01-2010, 23:42:00 | Power_VANO
       
    თემატური სიახლეები


    გამოხმაურება

    მართლაც რომ ჭეშმარიტი :D
    16-01-2010, 04:18:35 | fashisti

    კომენტარის დატოვება
    თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.