HP-მ USB 3.0-ის მხარდამჭერი Envy 15-ების გაყიდვა დაიწყო
HP გახდა ერთ-ერთი პირველი იმ კომპანიებიდან, რომლებმაც USB 3.0-ის მხარდამჭერი აპარატურა ჩაუშვეს ბაზარზე გასაყიდად. ფართო მასებისთვის უფრო მეტად ცნობილი, როგორც SuperSpeed USB, USB 3.0 ათჯერ უფრო მაღალ სიჩქარეებს გვთავაზობს, ვიდრე მისი უფრო ძმა, USB 2.0. HP-ს წარმომადგენელმა, შეილა უოტსონმა CNET-თან საუბრისას დაადასტურა, რომ კომპანია თავის ინტერნეტ მაღაზია HP Direct-ის საშუალებით უკვე ყიდის Envy 15 ლეპტოპის რამდენიმე კონფიგურაციას, რომლებსაც USB 3.0-ის მხარდაჭერა აქვთ და აღჭურვილნი არიან AMD-ს ახალი DirectX 11-ის მხარდამჭერი Mobility Radeon HD 5830 სერიის ვიდეო დაფებით. უოტსონმა მყიდველებს რჩევის სახით უთხრა, რომ არჩევანი შეაჩერონ Envy 15-ის USB 3.0-ის მხარდამჭერ მოდელებზე, Radeon HD 5830-ითა და Core i7 პროცესორებით. მოკლედ, გემოვნება შეილა უოტსონს აშკარად არ დაეწუნება :-) ინტერვიუ სრულად შეგიძლია CNET-ის ვებ-გვერდზე იხილოთ. ბეჭდვითი ვერსია | 15-01-2010, 13:05:00 | Power_VANO |
|