COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Paragon Backup & Recovery 10 Compact (32 და 64 ბიტიანი)

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2284


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Paragon Backup & Recovery 10 Compact (32 და 64 ბიტიანი)
Paragon Backup & Recovery 10 Compact (32 და 64 ბიტიანი)

მწარეა სისტემის დაზიანების შემთხვევაში ძვირფასი ფაილების დაკარგვასთან დაკავშირებული ტკივილი ... კარგი იქნებოდა მათი ასლი მქონოდა, სადმე ცალკე. გთავაზობთ როგორც მთლიანად ვინჩესტერის, ასევე კონკრეტული განყოფილებების სარეზერვო ასლების შემქმნელი პროგრამა Paragon Backup & Recovery 10-ის უფასო, Compact (მსუბუქ) ვერსიას. სრულთან შედარებით ფუნქციონალურად შეზღუდულ, მაგრამ ყველაზე ამომწურავ უფასო რედაქციაციას, რაც კი შემხვედრია.



Paragon Software ცნობილია პრომო აქციებით და ხშირად გვთავაზობს მათი პროფესიონალური პროგრამული უზრუნველყოფის ცოტა შეკვეცილ ვერსიებს, სრულიად უფსოდ. კომპანიამ არც ამ შემთხვევაში უღალატია ტრადიციას და უანგაროდ გვაძლევს ოფიციალურ Paragon Backup & Recovery Compact ვერსიას (ჩვეულებრივ გაყიდულს $40-ად, ბურჟუაზიულ ქვეყნებში:-).

იჩქარეთ! მწარმოებლის აქცია გრძელდება მხოლდ 19 იანვრამდე.

ყველას, ვისაც გვესმის რეგულარული რეზერვირების აუცილებლობა, ვკითხულობთ >> სრულად!



კონტრასტისთვის მოგახსენებთ რომ Paragon გარკვეული დროა გვთავაზობს Backup & Recovery Free Edition 10.0-ს, ასევე მშვენიერ უფასო გადაწყვეტილებას სახლის პირობებში გამოსაყენებლად, მაგრამ ნაკლებად დაჯილდოებულს ვიდრე Compact Edition, რომელიც (ჩვეულებრივ) ფასიანი პროდუქტია და ბუნებრივია ფლობს უპირატესობებს უფასო ვერსიაზე. :-)

უფასო რეზერვირების, იგივე ბექაფ (ინგლ. სიტყვიდან backup) პროგრამების უმრავლესობა შეზღუდულია ფაილების (დოკუმენტების, მუსიკის და ა.შ.) მხოლოდ სრული სარეზერვო ასლის (არქივის) შენახვის შესაძლებლობით, რაც ყოველი შემდეგი რეზერვირების ოპერაციის ჩატარებისას დაკავშირებულია ან ძველი არქივის წაშლასთან, ან ერთდროულად რამდენიმე სრული არქივის არსებობასთან - ტყუილად დაკარგული [ძვირფასი] სივრცე მყარ დისკზე. Paragon Backup & Recovery-ს საშუალებით შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც სრული რეზერვირება, ასევე ეგრედ წოდებული დიფერენციული რეზერვირება (differential backups). დავუშვათ, კვირის დასაწყისში შეინახეთ ფაილების სანახი განყოფილების ერთი სრული ბექაფ და კვირის განმავლობაში ამ განყოფილებაზე მხოლოდ რამდენიმე ახალი ფაილი ჩაწერეთ; ნუთი თავიდან არის გასაკეთებელი სრული სარეზერვო არქივი?! არა, ამ შემთხვევაში შემდეგი ამოქმედებისას Backup & Recovery გამოიყენებს დიფერენციალური რეზერვირებას, ანუ აიღებს მხოლოდ დამატებულ/შეცვლილ ფაილებს და დაამატებს/ჩაანაცვლებს საწყის არქივში. ოპრაცია დაიკავებს მხოლოდ წუთებს, საათების მაგიერ და საგრძნობლად დაზოგავს კომპიუტერის რესურსებს.

ასევე, შეგიძლიათ მიუთითოთ ფაილები, რომელთა ჩაყოლება არქივში არ გსურთ. მაგალითად, საყვარელი ფილმებისა, რომლბმაც ათეულობით გიგაბაიტს შეიძლება მიაღწიონ ზომაში. ვინდოუზის განყოფილების ასლის შენახვის შემთხვევაში, Paragon Backup & Recovery ავტომატურად გამოტოვებს არასაჭირო ვინდოუზის ფაილებს (pagefile.sys, hiberfil.sys) და დროებით ფაილებს (.bak, .old, .tmp ..).

რათქმაუნდა ზემოთ დაწერლი, კონკრეტულად ამ პროგრამას შესაძლებლობების მოკლე სიაა და მხოლოდ შესავალი იმისა, რის გაკეთებაც შეუძლიათ ამ ტიპის უფრო მძლავრ პროგრამებს. მაგალითისთვის, Compact (ამ დროისთვის უფასო) და Suite (სრული, ნამდვილად ფასიანი;-) ვერსიების შესაძლებლობების შედარებითი ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე

გაეცანით Paragon Backup & Recovery Compact-ს და დარწმუნდით მის შესაძლებლობებში.

მწარმოებელი: Paragon Software
ვრცელდება: უფასოდ, 2010 წლის 19 იანვრამდე  (ჩვეულებრივ: Trialware)
ოპერაციული სისტემები: Windows 2000/XP/Vista/7
პროგრამის ენა: ინგლისური
ჩამოსატვირთი ბმულ(ებ)ი:

Paragon Backup & Recovery 10 Compact [32-bit]
Paragon Backup & Recovery 10 Compact [64-bit]

ბმულები გადაგიყვანთ საინფორმაციო გვერდებზე, სადაც შეძლებთ უფრო ვრცლად გაეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს და ჩამოვტვირთოთ კიდეც - "Try Now" ღილაკი, გვერდის დასაწყისში.

პროგრამის დასაყენებლად და შეუზღუდავი დროით გამოსაყენებლად აუცილებელია დარეგისტრირება, რის შემდეგ ელ. ფოსტით მიიღებთ უფასო გასაღებსა და სერიულ ნომერს.

ფორმის შევსებისას აუცილებელია დატოვოთ ენის არჩევანი ინგლისურზე!



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 16-01-2010, 04:16:00 | gearge
   

გამოხმაურება

კაცურად მიტხარით როგორ დავრეგისტრირდე?
19-01-2010, 13:13:53 | cp.price

ka_lasha

კი, უფასოდ 19 იანვრამდე, სრული Paragon Backup & Recovery 10 Compact-ის გასაღებს მიიღებ! აბა, რას ელოდები?!

მართლაც, ეხლა თუ არ გჭირდება პროგრამა, შემდგომში ან რომელიმე ნაცნობს ხომ შეიძლება დასჭირდეს? "დაითრიე" ერთი გასაღები, მას ვადა ხომ მაინც არ გასდის?!
18-01-2010, 01:01:41 | gearge

და ამ გამოწერილ უფასო გასაღებსა და სერიულ ნომერს ისეთივე ძალა აქვს როგორიც ფასიანს?
17-01-2010, 21:51:49 | ka_lasha

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.