მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows 7 SP1 ზაფხულში/შემოდგომაზე გამოვა
Windows 7 SP1 ზაფხულში/შემოდგომაზე გამოვა

Windows 7 უკვე ყველას გვიყვარს. 7 მგონი Microsoft-ის პირველი თანამედროვე ოპერაციული სისტემაა, რომელიც მომხმარებელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან დიდი ინტერესით მიიღო. თუმცა, ბიზნეს სექტორებში ახალი ოპ. სისტემების ადაპტაცია მაინც შედარებით რთულად ხდება. ბიზნეს სექტორი ძირითადად დიდ განახლებებს, სერვის პაკეტებს უცდის ხოლმე.

როგორც ცნობილი გახდა, Microsoft-ი უკვე აქტიურად მუშაობს Windows 7-ის პირველ სერვის პაკეტზე. უფრო მეტიც, ZDNet-ის ბლოგერი, ადრიან კინგსლი აცხადებს, რომ Windows 7 SP1-ის პირველი ვერსიები უკვე მზადაა და ტესტირება გადის. მისი ინფორმაციით უკვე არსებობს რამდენიმე პოსტ-RTM ბილდიც.

პირველ სერვის პაკეტში სავარაუდოდ აქამდე გამოშვეული ყველა განახლება შევა. ასევე შეიძლება მივიღოთ USB 3.0-ის ოფიციალური მხარდაჭერაც.

სხვა წყარო, IT Chuiko აცხადებს, რომ მაიკროსოფტი პირველ სერვის პაკეტს თავისი პირმშოსთვის 2010 წლის ივნისში გამოუშვებს - ტესტერებისთვის, ხოლო საბოლოო ვერსია კი სექტემბერში იქნება ხელმისაწვდომი.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 19-01-2010, 16:30:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.