COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Enermax-მა წარმოადგინა ახალი სერიის PSU II კვების ბლოკები

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2290


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Enermax-მა წარმოადგინა ახალი სერიის PSU II კვების ბლოკები
Enermax-მა წარმოადგინა ახალი სერიის PSU II კვების ბლოკები

სულ უფრო და უფრო იზრდება კვების ბლოკების ხარისხი და ეფექტურობა. ერთ-ერთი უმსხვილესი და ლიდერი კვების ბლოკების OEM მწარმოებელი Enermax-ი წარმოადგენს ახალი სერიის კვების ბლოკებს MODU87+ და PRO87+ სერიებიდან.


კვების ბლოკების ეფექტურობა 87-92%-ის ფარგლებშია 20-100% დატვირთვაზე რაც 80plus Gold სტანდარტს შეესაბამება. კვების ბლოკები წარმოდგენილია შემდეგი მოდელების სახით:
MODU87+ 500W +12 ვოლტზე 41A
MODU87+ 600W +12 ვოლტზე 50A
MODU87+ 700W +12 ვოლტზე 58A
და
PRO87+ 500W +12 ვოლტზე 41A
PRO87+ 600W +12 ვოლტზე 50A
PRO87+ 700W +12 ვოლტზე 58A

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



კვების ბლოკები აღჭურვილია FAN-ის სიჩქარის კონტროლერით 330RPM-დან 1000RPM-მდე მაქსიმალური ეფექტურობის და ხმაურის მინიმალური დონისთვის. 13.9 სმ-იანი FAN-ი რომელის სიცოცხლის ხანგრძლივობასაც 100,000 საათი შეადგენს.




აღჭურვილია მაღალი ხარისხის იაპონური კონდენსატორების მთელი კომპლექტით ძაბვის უკეთესი რეგულაციისა და სტაბილურობისთვის.



თავსებადია მომავალი თაობის პროცესორების და ვიდეო პროცესორების ენერგოდამზოგველ ფუნქციებთან C6 და hybrid state-თან, რაც ელექტრო ენერგიის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს.

მოდულარული კაბლეების მომავლის სიტემა რომელიც მზად არის მომავალში პროცესორების და ვიდეო ბარათების 10 და/ან 12 პინიანი შესაერთებლების გამოსვლის შემთხვევისთვის.

DX11 მზაობა, 100%-იანი 6+2 (8) პინიანი შესერთებლები ვიდეო დაფისთვის.
ასევე გათვლილია SLI® და CrossFireX™ კონფიგურაციებისთვის.
შემავალი ძაბვა 100-240VAC ძაბვის active PFC კორექციით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გამოყენებისთვის. (ძაბვის მაქსიმალური ცვალებადობის საზღვრებია 90-265ვოლტი და 47-63Hz).
HeatGuard ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც გამორთვიდან 60 წამის განმავლობაში ქულერი აგრძლეებს ტრიალს რათა გაიფანტოს ნარჩენი სითბო კვების ბლოკის სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად.
რა თქმა უნდა, კვების ბლოკი აღჭურვლია წრედის ყველანაირი დაცვის მექანიზმებით OCP, OVP, AC UVP, DC UVP, OPP, OTP, SCP და SIP.

700 ვატიანი ეგზემპლარების ფასი USD 219 ფარგლებშია.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული კვების ბლოკების სრულყოფილი ტესტირება AnandTech-ზე.

წყარო: http://www.enermax.com

სიახლის ავტორი: სოსო
წყარო: Overclockers.ge



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-01-2010, 23:05:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.