Intel Clarkdale-ის გრაფიკული ბირთვი საკმაოდ კარგად აჩქარდება
აღმოჩნდა რომ Clarkdale ბირთვზე Core i5-661 პროცესორი GPU (პროცესორში ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი) გაზრდილი სიხშირეებით 733-დან 900-მდე სულაც არ არის მაქსიმუმი რაც ამ პროცესორებს შეუძლიათ (ყოველ შემთხვევაში მათ გრაფიკულ ბირთვს). ბევრი დედა დაფების მწარმოებელი კომპანიები რომლებიც აჩქარებასთან საკმაოდ მეგობრულად არიან BIOS-ში დაამატებენ გრაფიკული ბირთვის აჩქარების ფუნქციასაც Clarkdale ბირთვზე.
კომპანია Biostar-ი ერთ-ერთი იმათგანია რომელიც ასეთ ფუნქციებზე დიდ ყურადრებას ამახვილებს. Game Boost ტექნოლოგიის მხარდაჭერა Clarkdale ბირთვის მხარდაჭერის მქონე Biostar-ის სამ დედადაფას აქვს.
ეს მოდელები იხილეთ ლინკზე ლინკი
როგორც კომპანია იუწყება Core i3-530 პროცესორის გრაფიკული ბირთვის სიხშირე შესაძლოა გავზარდოთ 733MHz-დან 1200MHz-მდე!!! რაც შეესაბამება 63.7% პროცენტიან მატებას. ასევე ცხრილში წვრილი შრიფტით მითითებულია ტაქტური სიხშირე 2400MHz!
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
როგორც ამ ლინკზე ჩანს კიდე ლინკი და სურათებით თუ ვიმსჯელებთ ეს ყველაფერი ჰაერზე ხდება
ესეც სატესტო კონფიგურაცია
System Configuration :
Motherboards : BIOSTAR TH55 XE
CPU : Core i3 530 2.93GHz
RAM : G.Skill DDR3-1600 2GBx2
VGA : CPU Integrated Intel® HD Graphics
HDD : Matrox 500G
და ესეც ლოზუნგი
GPU Clock : 63.7% Up , 3Dmark 2006 Boost : 60% Up
მართალია სურათი ძალიან პატარაა და 3D მარკის ქულას ვერ ვხედავ მარა მაინც იმედია არ გვატყუებენ.
ეს ბიოსტარი და შემდეგში ვნახოთ "სხვა მრავალნი" რას იტყვიან.
სიახლის ავტორი: სოსო
წყარო: Overclockers.ge

ბეჭდვითი ვერსია | 21-01-2010, 23:27:00 | Power_VANO
|