კრიტიკული შეცდომა Internet Explorer-ში "დაპატჩულია"!
რამდენიმე დღის წინ Internet Explorer 5, 6, 7 და მე-8 ვერსიებში აღმოჩენილი მეხსიერების ბაგის შესახებ ვიტყობინებოდით. კოდში არსებული შეცდომა შემტევს საშუალებას აძლევდა გვერდი აევლო ფაილის ჩამოტვირთვის დიალოგისთვის და ამ გზით "მტრული" ფაილი მსხერპლის კომპიუტერში ჩაეტვირთა და გაეშვა. ამ ყველაფერს ორი დიდი კორპორაცია - Google და Adobe შეეწირნენ, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჯერ კიდევ Internet Explorer 6-ს იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ "დაავადებულთა" სიაში მაიკროსოფტის ბოლო ქმნილებაც შედიოდა, IE 8-ს მეხსიერების შეცდომებთან დაკავშირებით გარკვეული დაცვები გააჩნია და ამ ექსპლოიტის ამუშავება მასზე გაცილებით რთულია.
დიდ კორპორაციებში მომხდარის გამო Microsoft-ი სწრაფად ამოქმედდა და 2 დღის წინ "პატჩებიც" გამოუშვა. განახლებები ხელმისაწვდომია MS-ის საიტიდან ამ ლინკზე.
ვინც საკუთარი კომპის უსაფრთხოებას განსაკუთრებულ მნიშნვნელობას ანიჭებთ და გსურთ, რომ ყველა ხვრელი თქვენს სისტემაში დახურული იყოს, განაახლეთ სისტემები. მით უმეტეს, Trojan.Malscript!html, ექსპლოიტი, რომელიც გამოყენებულ იქნა შეტევებისთვის, უკვე გავრცელებულია უამრავ საიტზე. აქვე შეგიძლიათ იხილოთ ცნობილი ანტივირუსული კომპანიის, Symantec-ის რეპორტი აღნიშნულ ტროიანთან დაკავშირებით.
ბეჭდვითი ვერსია | 27-01-2010, 16:43:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|