მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Gigabyte GA-890GPA-UD3H
Gigabyte GA-890GPA-UD3H

საიტ http://www.semiaccurate.com-ს ხელში ჩაუვარდა Gigabyte-ის მომავალი დედა დაფა AMD-ს ჩიპსეტზე 890G.

აღსანიშნავია, რომ დედა დაფა აღჭურვილია Gigabyte-ის 333 ტექნოლოგიით, რაც ნიშნავს რომ მას აქვს SATA 6Gbps-ის მხარდაჭერა. AMD 850 სამხრეთ ხიდის საშუალებით დაფას აქვს 6 ასეთი პორტი და არა 4. ასევე დაფას აქვს USB 3.0-ის მხარდაჭერა, რასაც NEC-ის კონტროლერი უზრუნველყოფს.

დადებული სურათი

დაფაზე ინტეგრირებულია გრაფიკული ჩიპი DirectX 10.1-ის მხარდაჭერით. აქვს D-sub, DVI და HDMI ვიდეო გამოსავალები. დამატებით გვაქვს ერთი ცალი PS/2 პორტი, ოთხი ცალი USB 2.0, ორი USB 3.0, ერთი ცალი FireWire, Gigabit Ethernet და 7.1 არხიანი აუდიო გამოსავალი ოპტიკურ S/PDIF-თან ერთად.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



დადებული სურათი

ძნელი შესამჩნევი არ არის რომ დედა დაფას აქვს Realtek-ის უახლესი აუდიო კონტროლერი ALC892R. ახალი ჩიპი არა მარტო ურუნველყოფს მაღალი ხარისხის HD აუდიო ხმის გადაცემას, ასევე მას აქვს Blu-ray აუდიო დისკეპიდან კოპირების დაცვა. უკანასკნელი შეიძლება დიდად სასიხარულო ფაქტი არ იყოს, მაგრამ ასეთი ხარისიხის ხმის ჩიპი საკმაოდ პოპულარულია მათ შორის ვისაც უნდა HTPC- (Home theater PC - სახლის კინოთეატრი) აწყობა და Blu-ray დისკებით მაღალი ხარისხის მუსიკის მოსმენა.

დადებული სურათი

რა თქმა უნდა, დაფას აქვს CrossFireX-ს მხარდაჭერა, თუმცა დედა დაფა გათვლილი არ არის high-end გეიმერული სისტემებისთვის. დაფას აქვს 4+1 ფაზიანი ძაბვის რეგულაცია და მინიმუმ 1866MHz სიხშირის DDR3-ის მხარდაჭერა. და თუ ფასიც სწორად იქნება შერჩეული, ეს დაფა, შესაძლოა, საკმაოდ კარგი არჩევანი გახდეს AMD-ს ბაზაზე სისტემის ასაწყობად.

დადებული სურათი

სიახლის ავტორი: სოსო
წყარო: Overclockers.ge



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 30-01-2010, 13:00:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 3


გამოხმაურება

მინიმუმ 1866 გიგაჰერცის მხარდაჭერა თუ აქვს ეგ იმას ნიშნავს რომ 1600 გიგაჰერციან ოპერატიულებს მანდ ვერ ჩააყენებს კაცი
31-01-2010, 00:09:22 | fashisti

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.