Gigabyte GA-890GPA-UD3H
![]() საიტ http://www.semiaccurate.com-ს ხელში ჩაუვარდა Gigabyte-ის მომავალი დედა დაფა AMD-ს ჩიპსეტზე 890G. დაფაზე ინტეგრირებულია გრაფიკული ჩიპი DirectX 10.1-ის მხარდაჭერით. აქვს D-sub, DVI და HDMI ვიდეო გამოსავალები. დამატებით გვაქვს ერთი ცალი PS/2 პორტი, ოთხი ცალი USB 2.0, ორი USB 3.0, ერთი ცალი FireWire, Gigabit Ethernet და 7.1 არხიანი აუდიო გამოსავალი ოპტიკურ S/PDIF-თან ერთად. დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს. ძნელი შესამჩნევი არ არის რომ დედა დაფას აქვს Realtek-ის უახლესი აუდიო კონტროლერი ALC892R. ახალი ჩიპი არა მარტო ურუნველყოფს მაღალი ხარისხის HD აუდიო ხმის გადაცემას, ასევე მას აქვს Blu-ray აუდიო დისკეპიდან კოპირების დაცვა. უკანასკნელი შეიძლება დიდად სასიხარულო ფაქტი არ იყოს, მაგრამ ასეთი ხარისიხის ხმის ჩიპი საკმაოდ პოპულარულია მათ შორის ვისაც უნდა HTPC-ს (Home theater PC - სახლის კინოთეატრი) აწყობა და Blu-ray დისკებით მაღალი ხარისხის მუსიკის მოსმენა. რა თქმა უნდა, დაფას აქვს CrossFireX-ს მხარდაჭერა, თუმცა დედა დაფა გათვლილი არ არის high-end გეიმერული სისტემებისთვის. დაფას აქვს 4+1 ფაზიანი ძაბვის რეგულაცია და მინიმუმ 1866MHz სიხშირის DDR3-ის მხარდაჭერა. და თუ ფასიც სწორად იქნება შერჩეული, ეს დაფა, შესაძლოა, საკმაოდ კარგი არჩევანი გახდეს AMD-ს ბაზაზე სისტემის ასაწყობად. სიახლის ავტორი: სოსო ![]() |
|
მინიმუმ 1866 გიგაჰერცის მხარდაჭერა თუ აქვს ეგ იმას ნიშნავს რომ 1600 გიგაჰერციან ოპერატიულებს მანდ ვერ ჩააყენებს კაცი