მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ASUS ARES - წარმადობის ახალი ღმერთი
ASUS ARES - წარმადობის ახალი ღმერთი

კომპანია ASUS-მა წარადგინა ახალი ფირმული წარმოების ვიდეო დაფა ASUS ARES, რომელიც მის წინამორბედ MARS-ს საუკეთესო 3D-ამაჩქარებლის გვირგვინს წაართმევს. ეს გრაფიკული ადაპტერი დაფუძნებულია ორ RV870 ჩიპზე, აქედან გამომდგინარე სიხშირეებმა უნდა შეადგინოს 850/4800 მჰც (ბირთვი/მეხსიერება). ამ გაგებით ASUS-ის ახალი პროდუქტსა და რეფერენსულ Radeon HD 5970-ს შორის მხოლოდ სიხშირეები იქნება განსხვავებული.

NordicHardware.com-ის კოლეგებს თუ დავუჯერებთ, ზემოთმოყვანილი დებულება არასწორია, რადგან ASUS ARES-ის მეხსიერება შეადგენს 4 გბ-ს (2 x 2 გბ), კვებისთვის კი მას აქვს ერთი 6-პინიანი და ორი 8-პინიანი მაკავშირებლები, რაც თეორიულად ნიშნავს, რომ მუშაობისთვის ახალ ორთავიან მონსტრს 525 W დასჭირდება. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას არ ექნება რეფერენსული გაგრილების სისტემა.

ცნობილია, რომ ASUS ARES-ის ფასი ASUS MARS-თან შედარებით, შესამჩნევად დაბალი იქნება: თუ ეს უკანასკნელი ღირდა 1500$, მაშინ 3D-ამაჩქარებლების ბრძოლის ღმერთის ფასი იქნება დაახლოებით 1000$, ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ მას არცთუისე ცოტა მყიდველი ეყოლება, MARS-თან შედარებით.

სიახლის ავტორი: Ber0
წყარო: Overclockers.ge





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 31-01-2010, 12:50:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.