Assassin's Creed III
ოფიციალურად დაანონსდა Assassin's Creed III, რომელიც მომავალ ფინანსურ წელს გამოვა. ეს კი ნიშნავს, რომ საკულტო თამაშის ახალ ნაწილს 2010 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით უნდა ველოდოთ - იუწყებიან Ubisoft-ის წარმომადგენლები თავიანთ პრეს-რელიზში. ამას გარდა, ცნობილია, რომ თამაშს ექნება მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი.
იგი არ იქნება სიკველის დამატება და წარმოადგენს დამოუკიდებელ თამაშს - განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა Gamasutra-სთან ინტერვიუში. GameSpot-ის ჯურნალისტებმა მანამდე მოიპოვეს ინფორმაცია, რომ თამაშის მთავარი პერსონაჟად ისევ ეციო (Ezio) რჩება, რომელიც მეორე ნაწილში მოგვევლინა. თამაშის მესამე ნაწილზე დაწვრილებითი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება.
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
Ubisoft-ზე დაყრდნობით, დღეს-დღეისობით გაყიდულია Assassin's Creed II-ის 6 მილიონი კოპია, როგორც Xbox 360-ითვის, ასევე PlayStation 3-თვის. პირველ კვირას გაიყიდა 1.6 მილიონი ეგზემპლიარი.. ეს კი პირველი ნაწილის გაყიდვებთან შედარებით შესამჩნევად დიდი მაჩვენებელია.
მანამდე დადიოდა ხმები, რომ თამაშის პრიკველში მოქმედება, მეორე მსოფლიო ომში მოხდებოდა, ხოლო მთავარი პერსონაჟი იქნებოდა ქალი. ამ ინფორმაციამ არ მიიღო ოფიციალური დამოწმება.
სიახლის ავტორი: Ber0
წყარო: Overclockers.ge
ბეჭდვითი ვერსია | 01-02-2010, 08:00:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
ჰო, ხომ უნდა ჩავერთოთ გეიმების ნიუსებშიც :)
კი, მეორე AC მარტში გამოვა, ახლა PC-სთვის, ველოდები :)