COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Assassin's Creed III

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2320


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Assassin's Creed III
Assassin's Creed III

ოფიციალურად დაანონსდა Assassin's Creed III, რომელიც მომავალ ფინანსურ წელს გამოვა. ეს კი ნიშნავს, რომ საკულტო თამაშის ახალ ნაწილს 2010 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით უნდა ველოდოთ - იუწყებიან Ubisoft-ის წარმომადგენლები თავიანთ პრეს-რელიზში. ამას გარდა, ცნობილია, რომ თამაშს ექნება მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი.

იგი არ იქნება სიკველის დამატება და წარმოადგენს დამოუკიდებელ თამაშს - განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა Gamasutra-სთან ინტერვიუში. GameSpot-ის ჯურნალისტებმა მანამდე მოიპოვეს ინფორმაცია, რომ თამაშის მთავარი პერსონაჟად ისევ ეციო (Ezio) რჩება, რომელიც მეორე ნაწილში მოგვევლინა. თამაშის მესამე ნაწილზე დაწვრილებითი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



Ubisoft-ზე დაყრდნობით, დღეს-დღეისობით გაყიდულია Assassin's Creed II-ის 6 მილიონი კოპია, როგორც Xbox 360-ითვის, ასევე PlayStation 3-თვის. პირველ კვირას გაიყიდა 1.6 მილიონი ეგზემპლიარი.. ეს კი პირველი ნაწილის გაყიდვებთან შედარებით შესამჩნევად დიდი მაჩვენებელია.

მანამდე დადიოდა ხმები, რომ თამაშის პრიკველში მოქმედება, მეორე მსოფლიო ომში მოხდებოდა, ხოლო მთავარი პერსონაჟი იქნებოდა ქალი. ამ ინფორმაციამ არ მიიღო ოფიციალური დამოწმება.

სიახლის ავტორი: Ber0
წყარო: Overclockers.ge



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-02-2010, 08:00:00 | Power_VANO
   

გამოხმაურება

ჰო, ხომ უნდა ჩავერთოთ გეიმების ნიუსებშიც :)

კი, მეორე AC მარტში გამოვა, ახლა PC-სთვის, ველოდები :)
02-02-2010, 12:49:16 | Power_VANO

PC ვერსიას როგორც ვიცი მარტისთვის უნდა ველოდოთ ხო?
ეტყობა კონსოლებზე ხელის მოთბობა გადაწყვიტეს ჯერ :)

პირველი საინტერესო თამაში იყო,
ვიდეოებიდან ჩანს, რომ მეორე უკეთესი იქნება...
P.S გეიმებზე თუ ნიუსები იდება Mass Effect 2-ს მთელი გვერდი ეკუთვნის მაშინ :D
02-02-2010, 11:38:41 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.