მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News » CompinfoPack
CompinfoPack : თებერვალი 2010
CompinfoPack : თებერვალი 2010

პირველ რიგში, ბოდიშს ვიხდით, რომ ამდენი ხნით გავწყვიტეთ CompinfoPack–ის გამოშვება და იმედი გვაქვს, ეს აღარ მოხდება. გთავაზობთ განახლებულ ნაკრებს.

ამ თვის ნაკრებმა ბოლო–ბოლო, მიიღო Best Buy–ს განახლებული სიები და მცირე სიახლეც: ყველა კონფიგურაციას ბოლოში დართული აქვს იმ მაღაზიების მისამართები, ტელეფონები და ვებ–მისამართები, რომლებში არსებული ნაწილებიც გამოყენებულია BB–ს შესადგენად. ასე რომ, შეგიძლიათ უბრალოდ ამობეჭდოთ კონფიგურაცია და პირდაპირ წახვიდეთ საყიდლებზე ყველანაირი დამატებითი პრობლემების გარეშე.



CompinfoPack : თებერვალი 2010

 

ნაკრების ფუნქციონალობაში შესამჩნევი განახლება მხოლოდ ერთია: საინფორმაციო ყუთი გაიზარდა და ახლა პროგრამების მოკლე აღწერებსაც შეიცავს (ამის გამო არ მოხერხდა პროგრამების სრული ფუნქციონალობის ჩამოთვლა, ზოგან მხოლოდ პროგრამის მთავარი შესაძლებლობაა მითითებული). გვაქვს რამდენიმე შიდა ცვლილებაც, მაგრამ ისინი თვალისთვის უხილავია და რამდენიმე შეცდომის გამოსწორებას ემსახურება.

რაც შეეხება თვითონ ნაკრებს, აქ შედარებით (მხოლოდ შედარებით) ბევრი სიახლეა:

  • გამოსწორდა და დაიხვეწა ქართული ფონტების ინსტალერის მოქმედება, შესაძლებელია ფონტების ჩუმად ინსტალაციაც და ინსტალატორი სრულად ქართულია
  • Postbox, ელ. ფოსტის კლიენტი, შეივალა, რადგანაც მისი ახალი ვერსიები ფასიანია. შემცვლელი პროგრამაა Thunderbird, რომლის ბაზაზეც გახლავთ Postbox აწყობილი. Thunderbird–ს აქვს ყველა ის ღირსება, რომელიც მის ფასიან კონკურენტს და Postbox–იდან თავისუფლადაა შესაძლებელი მთელი ინფორმაციის Thunderbird–ში მიგრირება.
  • Foxit Reader, მისი შესამჩნევი “დამძიმების” და ყოველ გაშვებაზე ადმინისტრატორის უფლებების (ეხება მხოლოდ Vista/Win7–ს) მოთხოვნის გამო შეიცვალა ძალიან მსუბუქი და სწრაფი SumatraPDF–ით (რომელმაც, სხვათა შორის, სულ ახლახანს მიაღწია სრულ ვერსიას)

რაღა თქმა უნდა, განახლებულია ნაკრებში შემავალი ყველა პროგრამა ბოლო ვერსიამდე.

CompinfoPack–ს თებერვლის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ჩამოტვირთვების განყოფილებიდან: CompinfoPack : თებერვალი 2010



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-02-2010, 23:24:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 5
შეფასება: 2.6


გამოხმაურება

გმადლობ..
15-02-2010, 14:26:20 | wapboy

ადმინ რა უნდა გკითხო იცი, პაროლი დამავიწყდა და აღდგენაში იმეილი რო დავწერე იმეილზე მომივიდა რაღაც უაზრო ნაწერები და როგორ გავიგო ჩემი პაროლი? ესეთი ნაწერებია

07-02-2010, 22:50:05 | amx

პატარა შეცდომებია გაპარული. Opera 10.10 რომ დააკლიკო Temp Folders გიხსნის სადაც საინსტალაციოებია ჩაყრილი.
07-02-2010, 15:13:22 | maxasha

საღოლ დომენ!!!
ყველაფერი 100% ით მუშაა
06-02-2010, 17:24:45 | Gigaa

wapboy, ამწუთას შევამოწმე კიდევ ერთხელ: იწერს და ხსნის კიდეც, ეტყობა კავშირი გაგიწყდა გადმოწერისას. კიდევ ერთხელ სცადე.
04-02-2010, 12:34:10 | domen

აღარ იწერს ბოლომდე... :-(
04-02-2010, 00:24:42 | wapboy

გმადლობთ! კარგია!
03-02-2010, 17:36:38 | mito

ჩამოტვირთვის განყოფილების შეცდომა იყო და გავასწორეთ, თავიდან სცადეთ.
03-02-2010, 16:56:28 | domen

46:%-ის გადმოწერის შემდეგ ჭედავს !
03-02-2010, 15:25:09 | mito

მგონი პაკეტი გაფუჭებულია :)
03-02-2010, 14:55:49 | nbk

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.