COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » YouTube სიახლეები

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2325


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
YouTube სიახლეები
YouTube სიახლეები ყურადღების ღირსია ბოლო დროს YouTube-ზე მომხდარი ცვლილებები, რომლებმაც, მიუხედავად მათი მნიშვნელობისა, კომპანიისთვის დამახასიათებლად, ზედმეტი ხმაურის გარეშე ჩაიარეს. 20 იანვარს ვიხილეთ  HTML5-ის მუშა მხარდაჭერა, TestTube სერვისის საშუალებით. 21-ში საცდელი, საგრძნობლად გამარტივებული ვიდეოს გვერდი. იმავე დღეს - Music Discovery Project, განახლებულ ვიდეო დამკვრელთან ერთად.



ლოგიკური კითხვა, რომელიც შეიძლება დაგებადოთ: "რა არის HTML5?"

როგორც ინჟინრები გვპასუხობენ, YouTube-ის ოფიციალურ ბლოგში, "HTML5 არის ახალი ვებ სტანდარტი, რომელიც სწრაფად მოიპოვებს პოპულარობას და განავრცობს თქვენს ვებ გამოცდილებას, მრავალი ახალი შესაძლებლობებით. YouTube-ის მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ HTML5 შეიცავს ვიდეოსა და აუდიოს დაკვრის საშუალებებს. რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლები HTML5-თან თავსებადი ვებ ბრაუზერით და შესაბამისი ვიდეო/აუდიო კოდეკების მხარდაჭერით, შეძლებენ უყურონ ვიდეოს, ბრაუზერის პლაგინის (plugin) ჩამოტვირთვის აუცილებლობის გარეშე."

ამ დროისთვის HTML5-ის მხარდაჭერა მისაწვდომია მხოლოდ რჩეული ვიდეოებისთვის,  რამდენიმე ბრაუზერზე. არ არის მხარდაჭერილი ვიდეოები რეკლამებით, ან ანოტაციებით - მათ შორის [ოფიციალური] მასალა YouTube-ის პარტნიორებისგან - HTML5-ის დაგემოვნებას კი, მხოლოდ Google-ისვე Chrome, Apple Safari, ან 'Internet Explorer'-ის მომხმარებლები შეძლებენ. IE-სთვის აუცილებელია Chrome Frame პლაგინის დაყენება, რომელიც
"ძველი ვირის" [ასე აუცილებელი] ახალი ვებ სტანდარტით გამდიდრებას ემსახურება. 'Mozilla Firefox'-ის მოყვარულებს გვაწყენინეს, მელია არ არის მხარდაჭერილი (დროებით მაინც)!

Music Discovery Project, გაუმჯობესებულ დამკვრელსა და მოდერნიზებულ ვიდეოს გვერდზე წასაკითხად, ვაჭერთ ღილაკს >> სრულად!


Music Discovery Project - შეიძლება გაზვიადების გარეშე ითქვას, რომ აერთიანებს მთელს მუსიკას, რაც მისაწვდომია YouTube-ზე. დაინტერესებულებმა ესტუმრეთ http://youtube.com/disco შეიყვანოთ თქვენთვის სასურველი შემსრულებლის/ჯგუფის სახელი და თითქოს ჯადოსნურად ... უკრავს კომპოზიცია, შესაბამისი ვიდეო კლიპით; ავტომატურად იქმნება "დაკვრის სია" (playlist) და გამოდის შემსრულებლის/ჯგუფის მოკლე ბიოგრაფია.



ასევე, გეძლევათ საშუალება აღმოაჩინოთ მსგავსი შემსრულებლები/ჯგუფები, გააკეთოთ მიქსი (Mix Tape). შექმნათ და შეინახოთ საკუთარი ფლეილისტები, რომლებიც [სურვილის შემთხვევაში] ფოსტითაც კი შეგიძლიათ გაავრცელოთ.

შეუერთდით YouTube დისკოს :-)

გაუმჯობესებული ვიდეო დამკვრელი

ეს ცვლილება, ალბათ, ყველაზე მარტივად შესამჩნევი უნდა ყოფილიყო :-) დავემშვიდობეთ “HQ” ღილაკს, რომლის მაგიერ გვთავაზობენ მენიუს, სასურველ გაფართოების (resolution) ამოსარჩევად. არჩევანი ფართოა: 360p, 480p, 720p და რა თქმა უნდა 1080p - შესაფერისი დიდ, პლაზმურ და თხევად კრისტალურ ეკრანებზე გამოსახულების გამოსატანად.



ასევე, როგორც ვხედავთ, დამატებულია "გააფართოვე", თუ "გაზარდე ზომაში" ღილაკი (პირობითად) და შეცვლილია სრულ ეკრანზე გაშლის ხატულა. დაკვრის (play) და ხმის მართვის (volume) ღილაკებს არ განუცდიათ ცვლილება.

მოდერნიზებული ვიდეოს გვერდი

წარმოგიდგენთ საგრძნობლად გამარტივებულ, ნაკლებად დანაგვიანებულ ვიდეოს გვერდს. დიზაინი ტესტირების სტადიაზეა, ამიტომ ჯერ არ დანერგილა, მაგრამ შეიძლება იყოს გააქტიურებული, ამ მისამართზე სტუმრობით: http://youtube.com/watch5?enable=1 შედეგად, თქვენს კომპიუტერში შეინახება სპეციალური Cookie ფაილი, რომელიც YouTube-ს, ყველა ვიდეოს უკვე ახალ გარსში გაახსნევინებს. გაუსინჯეთ გემო მომავალს :-) უკმაყოფილების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, უბრალოდ "Return to the old Youtube" ღილაკს დააჭირეთ, საიტის ზედა-მარჯვენა კუთხეში.



შეიცვალა ლოგო - კომპანიის სლოგანი (“Broadcast Yourself”) ელემენტარულად ჩამოჭრილია :-) ვიდეოს აღწერა გადატანილია ვიდეოს ქვეშ, ხილვების მთვლელი გაზრდილია ზომაში და ვინ წარმოიდგენდა ... ვარსკვლავებით რეიტინგი საერთოდ მოუცილებიათ. მის მაგიერ გვთავაზობენ ორ მარტივ არჩევანს: მომეწონა (Like) ან არ მომეწონა (დაწეული ცერა, რომის იმპერატორების სტილში:-).

ალბათ ყველაზე საინტერესო, ახალი ძიების შესაძლებლობაა. ამიერიდან, ვიდეოს ყურების დროს ძიების გამოყენების შემთხვევაში, ვიდეო არ წყვეტს დაკვრას და არ გადაიფარება ახალი გვერდით; ამის მაგიერ, ის მცირდება ზომაში, გადადის ზედა-მარცხენა კიდეში, რითიც ადგილს უთმობს ძიების შედეგებს - გვერდის მთელი მარჯვენა მხარის გასწვრივ. აქედანვე შეგიძლიათ გახსნათ ნაპოვნი ვიდეოები, ან დაამატოთ თქვენთვის სასურველ(ებ)ი "დაკვრის ლოდინის სიაში" (queue). გასაოცარია!



აბა თქვენც გამოსცადეთ ახალი YouTube და გვითხარით რას ფიქრობთ!

მადლობას ვუხდით კომპინფოს დარეგისტრირებულ მომხმარებელს nick_el_son, მნიშვნელოვანი აღნიშვნისთვის.


ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 03-02-2010, 03:20:00 | gearge
   

გამოხმაურება

მაგარია მარა დახვეწა რო უნდა ცხადია ულამაზოა სირჩ მომეწონა პარალელურრ რეჟიმში!!
12-02-2010, 19:01:46 | Dixtosa

მადლობა nick_el_son. ტექსტში შევიტანე შესაბამისი ცვლილებები.

domen
მართლაც რომ, გამაწითლე :)
04-02-2010, 20:03:59 | gearge

შესანიშნავია! Music Discovery-ს და ძიების შესახებ არ მეცოდინებოდა, რომ არა gearge-ს შრომა :-) დიდი მადლობა!
03-02-2010, 20:25:03 | domen

აა ვსო მიგავენი...

იტოგში ვისაც იგივე პრობლემა შეგექმნებათ ბროუზერში აკრიფეთ ეს: და ოკ..
03-02-2010, 14:30:51 | nick_el_son

ჩემთან არ არის ეგენი გააქტიურებული, ძველ ვიდზეა ისევ ...

რანაირად გადაყიყვანო ახალზე?
03-02-2010, 14:22:00 | nick_el_son

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.