GTX 480 და GTX 470 - პირველი ვიდეო დაფები NVIDIA GF100 სერიიდან
როგორც უკვე იცით, NVIDIA თავის ახალი GF100 სერიის ვიდეო დაფებს უკვე აწარმოებს TSMC-ს ფაბრიკებში. იმის გამო, რომ უამრავ დეტალს დღემდე საიდუმლოდ ინახავს კომპანია, GF100 სერიის ვიდეო დაფებს ხუმრობით "კარდონის" ვიდეო დაფებს უწოდებენ ხოლმე :)
დღეისთვის მომავალ ვიდეო დაფებს უკვე სახელებიც შეურჩია მშობელმა - რამდენიმე დღის წინ, NVIDIA-ს ოფიციალურ Twitter-ის ანგარიშზე დაიდო ინფორმაცია, რომ GF100 სერიის პირველ ვიდეო დაფებს GTX 480 და GTX 470 ერქმევათ.
უფროსი ძმა GeForce GTX 480 უმაღლესი წარმადობის მოდელი იქნება, ხოლო GTX 470-ში სავარაუდოდ შემცირებული იქნება როგორც სიხშირეები, ასევე CUDA ბირთვების რაოდენობაც. ამას ემატება GF100-ის ბირთვის დიდი ზომა, რაც წარმოების პრობლემებს ქმნის. შესაბამისად, წუნდებული ჩიპების ნაწილი, შესაძლოა, სწორედ GTX470-ში ვიხილოთ.
როგორც ჩანს, კომპანია ახალ ვიდეო დაფებს მთლიანად 400-იან სერიაში უშვებს. GeForce 300 სერიის წარმომადგენელი მხოლოდ ერთია - GeForce 310, რომელიც OEM-რებრენდირებული GeForce 210-ია, DirectX 10.1-ის მხარდაჭერით.
ბეჭდვითი ვერსია | 06-02-2010, 10:49:00 | Power_VANO
|
საინტერესო სტატიაა
ვინმეს შეგიძლიათ თქვათ ეგ ახალი დაფები კარგი იქნება თუ მორიგი კარდონი ოდნავ დახვეწილი და ლამაზად შეფუთული?