მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Warcraft (ფილმი) ოფიციალურად წარმოებაში ჩაეშვა
Warcraft (ფილმი) ოფიციალურად წარმოებაში ჩაეშვა

ყველა ასე თუ ისე დამწყებმა გეიმერმაც კი იცის Blizzard-ის Warcraft სერიის თამაშების შესახებ. Warcraft-ის ბოლო გაბრწყინება ონლაინ-მულტიპლეერი, MMORPG სტილის თამაში World of Warcraft-ია, რომელშიც რამდენიმე მილიონი ადამიანია ოფიციალურად (არსებობს არაოფიციალური სერვერებიც) ჩართული.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ Blizzard-ი ალაპარაკდა Warcraft სერიის ფილმად ქცევის შესახებ. თავიდან ყველა ფიქრობდა, რომ ფილმს თვითონ Blizzard-ი შექმნიდა (თუ გავითვალისწინებთ მის მიერ შექმნილ უამრავ ტრეილერს, რომელთა უმეტესობა ძალიან მაღალი ხარისხისაა, ფილმიც მშვენიერი უნდა გამოსულიყო), თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ Warcraft Movie-ს "სხვები" დაამზადებდნენ.

IMDB-ს ინფორმაციით, ფილმის რეჟისორი სემ რაიმი იქნება (აწ უკვე გადადებული "ადამიანი-ობობა 4"-ის რეჟისორი), კრის მეთცენი კი სცენარისტი. ასევე IMDB-ს ინფორმაციით, ფილმი კინოთეატრებში 2011 წელს უნდა გამოვიდეს, თუმცა სტატუსი 2009 წლის 22 ივლისის შემდეგ არ განახლებულა, ამდენად, ინფორმაციის სისწორეზე საუბარი რთულია.

რაც შეეხება რეალურ სიახლეებს, ფილმის პროდიუსერმა, რობერტ ტაპერტმა განაცხადა, რომ Warcraft Movie წარმოებაშია ჩაშვებული. მისი თქმით, ამ ეტაპზე სცენარი მუშავდება. რაც შეეხება სემ რაიმის, ძია რობერტმა განაცხადა, რომ სემის ნაცვლად ვერ ილაპარაკებს. ასე რომ, სემ რაიმის რეჟისორად დამტკიცების ამბავი არ დადასტურდა.

იმედია ფილმს 2011 წელს მართლაც ვიხილავთ კინოთეატრებში.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 06-02-2010, 11:05:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.