მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel Core i5 და i7 ახალი მოდელები
Intel Core i5 და i7 ახალი მოდელები

მთავარი გმირი მარტის ანონსში (16 მარტს) იქნება Intel-ის Core i7-980X 3.33GHz Extreme Edition (Gulftown)LGA 1366 სოკეტზე, რომლის ინჟინერულმა ნიმუშებმა უკვე საკმაოდ კარგად გვაჩვენეს თავი ექსტრემალ აჩქარებაში. ამასთან ერთად როგორც საიტი ocworkbench.com იუწყება, იაპონურ წყაროებზე დაყრდნობით Intel აპირებს კიდევ რამოდენიმე მოდელის ანონსს Nehalem და Westmere არქიტექტურაზე.

ესეც ანონსი დეტალებში:

  • Core i7-930 (2.8 GHz, ოთხი ბირთვი) -> 28 თებერვალი;
  • Core i7-980X Extreme Edition (3.33 GHz, ექვსი ბირთვი) -> 16 მარტი;
  • Core i5-680 (3.6 GHz, ორი ბირთვი) -> აპრილი-მაისი;
  • Core i7-880 (3.06 GHz, ოთხი ბირთვი) -> მეორე კვარტალი;
  • Core i3-550 (3.2 GHz, ორი ბირთვი) -> მეორე კვარტალი;
  • Pentium E6700 (3.43 GHz, ორი ბირთვი) -> მეორე კვარტალი;
  • Core i7-970 (3.2 GHz, ექვსი ბირთვი) -> მესამე კვარტალი.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



როგორც საიტი fudzilla.com იუწყება Core i7-970 შესაძლოა Gulftown-ის ოთხბირთვიანი ვერსია აღმოჩნდეს. მისი ტაქტური სიხშირის შესახებ ზუსტი მონაცემები უცნობია. როგორც Fudzilla იუწყება 32 ნანომეტრული ტექნოლოგიის ფარგლებში Sandy Bridge თაობის პროცესორები, რომლების გამოშვებაც 2011 წლის პირველ კვარტლამდე არ იგეგმება, ექვს ბირთვიანი პროცესორები უკვე აღარ იქნება. აქედან გამომდინარე Gulftown ბირთვზე ექვსბირთვიანი პროცესორების ასორტიმენტის გაზრდა საკმაოდ ლოგიკურია. ასევე შეგახსენებთ რომ, Core i7-980X Extreme Edition პროცესორების წყვილს შეუძლია მუშაობა ორი LGA 1366 სოკეტით აღჭურვილ დედა დაფაზე (ფაქტიურად სერვერული პროცესორია).

სიახლის ავტორი: სოსო
წყარო: Overclockers.ge



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 07-02-2010, 12:35:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

შეგიძლიათ I3, I5 და I7 უფრო მეტი ინფორმაცია დადოთ კარგი იქნებოდა მათ შედარებაზეც თუ იქნება რამე ძალიან მაინტერესებს თან მჩირდება
30-10-2010, 20:22:51 | shot1ko

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.