Intel Core i5 და i7 ახალი მოდელები
მთავარი გმირი მარტის ანონსში (16 მარტს) იქნება Intel-ის Core i7-980X 3.33GHz Extreme Edition (Gulftown)LGA 1366 სოკეტზე, რომლის ინჟინერულმა ნიმუშებმა უკვე საკმაოდ კარგად გვაჩვენეს თავი ექსტრემალ აჩქარებაში. ამასთან ერთად როგორც საიტი ocworkbench.com იუწყება, იაპონურ წყაროებზე დაყრდნობით Intel აპირებს კიდევ რამოდენიმე მოდელის ანონსს Nehalem და Westmere არქიტექტურაზე. ესეც ანონსი დეტალებში:
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს. როგორც საიტი fudzilla.com იუწყება Core i7-970 შესაძლოა Gulftown-ის ოთხბირთვიანი ვერსია აღმოჩნდეს. მისი ტაქტური სიხშირის შესახებ ზუსტი მონაცემები უცნობია. როგორც Fudzilla იუწყება 32 ნანომეტრული ტექნოლოგიის ფარგლებში Sandy Bridge თაობის პროცესორები, რომლების გამოშვებაც 2011 წლის პირველ კვარტლამდე არ იგეგმება, ექვს ბირთვიანი პროცესორები უკვე აღარ იქნება. აქედან გამომდინარე Gulftown ბირთვზე ექვსბირთვიანი პროცესორების ასორტიმენტის გაზრდა საკმაოდ ლოგიკურია. ასევე შეგახსენებთ რომ, Core i7-980X Extreme Edition პროცესორების წყვილს შეუძლია მუშაობა ორი LGA 1366 სოკეტით აღჭურვილ დედა დაფაზე (ფაქტიურად სერვერული პროცესორია). სიახლის ავტორი: სოსო ბეჭდვითი ვერსია | 07-02-2010, 12:35:00 | Power_VANO |
|
შეგიძლიათ I3, I5 და I7 უფრო მეტი ინფორმაცია დადოთ კარგი იქნებოდა მათ შედარებაზეც თუ იქნება რამე ძალიან მაინტერესებს თან მჩირდება