ASUS-ის ახალი ნეტტოპი USB 3.0-ის მხარდაჭერით
თუ გამოფენა CeBIT 2010-ს დავუჯერებთ Asus-ი ალბათ ერთერთი მთავარი მწარმოებელია რომელიც ახალი ინტერფეისის USB 3.0-ის დანერგვას ცდილობს. ამ ინტერფეისით კომპანია უშვებს არა მარტო დედა დაფებს, ნოუთბუქებს და ნეთბუქებს, არამედ როგორც საიტ Engadget გვატყობინებს, Asus-მა USB 3.0-ით აღჭურვა თავისი მოწყობილობები ე.წ. "ნეტტოპ"-ები.
CeBIT 2010 გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნეტტოპი Asus EB1501U, რომელიც უკვე მოძველებულ Ion პლატფორმაზეა, ორბირთვიანი Atom 330 პროცესორით და რაც მთავარია ახალი USB 3.0 ორი პორტით.
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
ეს პორტები ცალკე იარლიყითაც კი არის გაფორმებული, რათა დამთვალიერებლებს შემთხვევით არ გამორჩეთ ეს სიახლე მხედველობიდან.
მყარი დისკი 2.5" ფორმა-ფაქტორით 320 GB მოცულობის არის, ნეტტოპს აქვს DVD, WiFi (802.11 b/g/n) ინტერნეტისთვის. რომ არა მოძველებული პლატფორმა ალბათ თამამად დაერქმეოდა ამ მოწყობილობას თანამედროვე, თუმცა იმედია Asus-ი USB 3.0 პორტებით თავის უფრო ახალ პროდუქტებსაც გამუშვებს.
სიახლის ავტორი: სოსო
წყარო: Overclockers.ge
ბეჭდვითი ვერსია | 10-03-2010, 22:18:00 | Power_VANO
|