ძმანო IEღოველნო, დადგა ჟამი, ოდეს ვეღარ გვეტყვიან მოციქულნი ისინი, ეშმაკისანი - ცეცხლკუდა მელია (FireFox), პოსტსაბჭოეთის ფავორიტი (Opera), გუგულის ფსეფდო შვილი (Chrome) და დამპალი ვაშლის ყუნწი (Safari), უგვანსა სიტყვას, ვითარცა: ჯავაი სკრიპტი თქვენი ზანტ არს და დონდლო, ვერა სცნობთ ესპერანტოს (სტანდარტები არ გესმითო, ე.ი.), ტვინსა სტ&%^&*თ (ოპ. მეხსიერებას იყენებთ ბევრსო, ე.ი.) და სხუა და სხუა ბრალდებანი იგი ეშმაკეულნი.
შესავალი გვეყო - Internet Explorer 9 მოდის!
IE 9 პრაქტიკულად 0-დან იწერება, ახალი რენდერინგის ძრავებით, ახალი რევოლუციური ტექნოლოგიების მხარდაჭერით! მოკლედ, როგორც ზემოთ ვთქვი, "მოციქულთა ეშმაკისასა" კარგი დღე არ ელით.
პირველი, რაც ყველას გაუხარდება, MS-ი აპირებს IE9 სტანდარტებთან სრულად თავსებადი გახადოს. IE9-ს ექნება HTML5, CSS3, SVG, XHTML და H.264/MPEG4 HTML5 ვიდეოს სრულყოფილი მხარდაჭერა.
ესეც ვიდეო-ინტერვიუ სტანდარტებისა და თავსებადობების შესახებ (ვიდეო ფაილის სანახავად დაგჭირდებათ Microsoft Silverlight-ის ინსტალაცია):
0-დანაა დაწერილი JavaScript ძრავი, სახელად "Chakra". რაც ყველაზე "მაგრად ასწორებს" Chakra მრავალნაკადიანი ძრავია, ანუ სრულად გამოიყენებს ჩვენი ახალ-ახალი 4 და მეტბირთვიანი პროცესორების სიმძლავრეებს.
დანარჩენი, უფრო მეტად საინტერესო ინფორმაციის სანახავად, დააჭირეთ სრულად-ს.
ახალი ძრავი სწრაფია, ძალიან სწრაფია! პრაქტიკულად, უკვე მიღწეულია "ეშმაკის ფეხების" დონის წარმადობა.
და კიდევ ერთი და რევოლუციური ტექნოლოგია - რენდერინგი GPU-ს ძალებით!
IE 9-ში ვებ-გვერდზე არსებული კონტენტის რენდერინგისთვის ვიდეო დაფის სიმძლავრეების გამოყენება იქნება შესაძლებელი. შედეგად, მიიღება საოცრად "რბილი" და სწრაფი სამუშაო გარემო და უმაღლესი დონის რენდერინგის ხარისხი. ვიდეო დაფის სიმძლავრეების გამოყენება DirectX-ში ჩაყოლებული ტექნოლოგიის D2D-ს საშუალებით ხდება.
გთავაზობთ დამატებით რესურსებს Internet Explorer 9-ის შესახებ:
აქაა IE 9-ს პრეზენტაცია Professional Developers Conference 2009-ზე: http://microsoftpdc.com/Sessions/KEY02
IE9-ის შესახებ სტივენ სიფოსკი საუბარს იწყებს მიახლოებით მე-40 წუთიდან. + ყველა ახალი ტექნოლოგიის და შესაძლობის პრეზენტაციასაც ახდენს.
თუ სტატია წერ სტაატია წერე
რაარი აქ რომ ადამიანებს
ამცირებ..გაიხსენე უფლის
სიტყვები რომელიც ამბობდა არ
განიკიტხო სხვა რატაარ
დაისაჯო...გახსოვდეს რასაც
დასთესავს კაცი იმასვე
მოიმკის
თუ სტატია წერ სტაატია წერე რაარი აქ რომ ადამიანებს ამცირებ..გაიხსენე უფლის სიტყვები რომელიც ამბობდა არ განიკიტხო სხვა რატაარ დაისაჯო...გახსოვდეს რასაც დასთესავს კაცი იმასვე მოიმკის