მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-ის ახალი ჩიპსეტების სახელწოდებები
Intel-ის ახალი ჩიპსეტების სახელწოდებები

ცნობილი გახდა Intel-ის მორიგი ჩიპსეტების სახელწოდებები.

P67 და H67 დაეპატრონება ბაზრის "პრემიუმ" და "მეინსტრიმ" სეგმენტებს, რომლებშიც დღესდღეობით P55 და H57 "მეფობს". ეს ცვლილება მომავალში "Sandy Bridge" პროცესორის გამოჩენას უკავშირდება, რომელიც LGA1156 სოკეტზე იქნება.

H67 აღჭურვილი იქნება მხოლოდ 16 PCIe ინფორმაციული არხით, რომელიც მხოლოდ ერთ სლოტში იქნება "თავმოყრილი", ხოლო P67-ს ექნება 16 არხი, რომელიც ან ერთ სლოტში იქნება, ან ორ სლოტზე გადანაწილდება x8 + x8 სქემით.

სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით გეგმაში არ არის USB 3.0-ის მხარდაჭერა, მაგრამ გათვალისწინებულია ორი SATA 6Gb/s ინტერფეისი. და რაც საინტერესოა - "There will not be PCI support with these chipsets". ანუ როგორც ვხვდებით, PCI სლოტს საერთოდ იღებენ ხმარებიდან.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



სამაგიეროდ H67-ს ექნება HD რეჟიმის მხარდაჭერა, რომლის საშუალებითაც კომპიუტერზე ერთდროულად ორი დისპლეის შეერთება იქნება შესაძლებელი (კარგია ინტეგრირებული ვიდეო დაფისთვის, არა?).

რაც შეეხება "ბიზნეს"-პლატფორმებს, აქ არსებულ B43-ს ამა წლის მეორე ნახევრიდან B55 შეცვლის, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მხრივ 2011 წელს B65-ით შეიცვლება.

საინტერესოა SIPP (Single In-line Pin Package) კატეგორიის ჩიპსეტებიც. აქ 2011 წლისთვის Q65 და Q67 გამოჩნდება. ორივე ჩიპსეტს 1156 სოკეტის მხარდაჭერა და სხვათაშორის PCI სლოტებიც ექნება. ამ ყველაფრის ფონზე ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ უნდა ამოიღონ ხმარებიდან ასე ერთი ხელის მოსმით PCI სლოტი.

სიახლის ავტორი: მიშა
წყარო: Overclockers.ge



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 07-04-2010, 20:12:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.