კომპანია Apple ფიქრობს AMD-ზე
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს როგორც ჩანს კომპანია Apple ფიქრობს AMD-ს ჩიპების გამოყენებაზე. როგორც ვიცით 2006 წლიდან მოყოლებული კომპანია მხოლოდ Intel-ის პროცესორებს იყენებდა თავისი პროდუქტების ასაწყობდა
საიტ appleinsider-ზე დაყრდნობით AMD და Apple უკვე გადიან კონსულტაციებს თანამშრომლობისათვის. როგორც ჩანს ამის მიზეზებია, როგორც AMD-ს ახალი პროცესორების გამოჩენა კონკურენციის უნარით ასევე ამის მიზეზი Intel-ია. აქამდე Apple თავის სისტემებს აწყობდა Nvidia-ს გრაფიკული მხარდაჭერით, თუმცა Intel-მა უარი განაცხადა ისეთი ჩიპსეტის გამოშვებაზე რომელშიც გრაფიკულ ბირთვს Nvidia ააწყობდა. ამის გამო Apple -ს ექმნებოდა გარკვეული პრობლემები Intel-ის პლატფორმაზე სისტემების აწყობისას.
როცა 2005 წლიდან კომპანია Apple -მა გადაწყვიტა Intel-ის პროცესორებზე გადასვლა ყველას გაუკვირდა რატომ თქვა კომპანიამ უარი AMD-ს პროცესორებზე რომლებიც იმ დროისთვის Pentium IV-ებზე იაფიც ღირდა და უფრო მძლავრიც იყო! თუმცა როგორც ჩანს მაშინ Apple მოხიბლა ინტელის სამომავლო გეგმებმა, რომლებშიც შედიოდა საკმაოდ სწრაფი და ასევე ენერგოდამზოგველი Core პროცესორები, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მობილური პლატფორმებისთვის.
2000-იანი წლების პრიველ ნახევარში Intel-ის Core პროცესორებმა მართლაც მთელი ბაზარი დაიპყრეს, სწორედ ამაზე ამყარებდა Apple იმედებს. ამჟამად AMD-ს პროცესორები წარმადობით და ეფექტურობით საუკეთესო არ არის თუმცა მნიშვნელოვნად იაფი ღირს ვიდრე Intel-ის პროცესორები. ამის გარდა და ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია AMD-ს აქვს ATI რომელიც აწარმოებს გრაფიკულ ბირთვებს და რომელბსაც Apple უკვე იყენებს თავის ზოგიერთ პროდუქტში. აქედან გამომდინარე Apple -ს ექნება კარგი წარმადობა პროცესორის მხრივ და შესანიშნავი წარმადობა გრაფიკული ბირთვის მხრივ და მნიშVნელოვნად დაბალ ფასად ვიდრე ამას Intel სთავაზობს.
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
ამგვარად Apple -ს უჩნდება არჩევანის საშუალება და მას შეუძლია საუკეთესო პროცესორები ამოარჩიოს ორივე მწარმოებლისგან. ისევე როგორც ამას აკეთებდა ATI და Nvidia-ს შემთხვევაში. კომპანიას უჩნდება საშუალება კიდევ უფრო გაზარდოს თავისი პროდუქტების ასორტიმენტი ფასის და წარმადობის მიხედვით.
AMD ჩამორჩება ინტელს CPU წარმადობით თუმცა მას ATI-ს სახით შეუძლია ბევრად უკეთესი გრაფიკული ბირთვის შეთავაზება. Intel-ის პროცესორები ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვით Arrandale ბირთვზე Core i5 ან i7 უკვე გამოიყენება MacBook Pro სისტემების ასაწყობად. მიუხედავად ინტელის უკეთესი პროცესორებისა AMD-ს შეუძლია ბევრად უკეთესი გრაფიკული ბირთვის შეტავაზება DX 11 და OpenCL მხარდაჭერით, მაშინ როცა ინტელის გრაფიკული გადაწყვეტები საკმაოდ ჩამორჩება კონკურენტს.
აქ გამახსენდა ერთი კარიკატურა საახალწლო ხუმრობებიდან:
არ აუსრულა სანტამ ინტელს თხოვნა... ფაქტია რომ AMD-ს პროცესორები თავისი წარმაოდობით ინტელის პროცესორების 80%-ს აღწევენ მაშინ როცა მათი ფასი ინტელის პროცესორების 60%-ია მხოლოდ. პლუს ამას მნიშვნელოვნად ძლიერი გრაფიკული ბირთვი!!! სწორედ ეს მომენტები გახდა იმის საბაბი რომ კომპანია Apple ფიქრობს AMD-ზე და ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა.
სიახლის ავტორი: სოსო
წყარო: Overclockers.ge
ბეჭდვითი ვერსია | 30-04-2010, 12:01:00 | Power_VANO
|