HP Slate - ვაშლის ახალი მკვლელი
აი მოდის და მოექანება კომპანია "ენ-ერის" HP-Slate, რომელიც უნდა იქცეს "დამპალი ვაშლის" წარმოების iPad-ის კონკურენტად და ცნობილი გახდა ამ ჯადო-მოწყობილობის მონაცემებიც! მოდით გავეცნოთ და შევადაროთ...

ფორმატი - 8.9" (iPad - 9.7")
სისქე - 14.7მმ (iPad - 13.4მმ)
წონა - 670 გრამი (ვაშლი - 680/730 გრამი)
გაფართოება - 1024x600 (iPad - 1024 x 786)
სენსორული ხელსაწყო - კალამი
პროცესორი - Intel Atom Z530 (1.6GHz)
ოპ. მეხსიერება - 1GB
SSD - 32/64GB
დამატებითი მეხსიერება - SD/SDHC/SDXC მაქს. 128GB სიდიდით.
ერთი USB 2.0 პორტი
დანარჩნისთვის დააჭირეთ სრულად-ს.


გარდა ამ ყველაფრისა, კომპიუტერი აღჭურვილია სპეციალური პორტით, სადაც შეგიძლიათ USB-კონექტორიდან დაწყებული და HDMI პორტით დასრულებული, ყველაფერი შეაკვეტოთ (სპეციალური კოდეკის მეშვეობით Slate-ს შეეძლება 1080p ხარისხის ვიდეოს ჩვენება, ოღონდ არა საკუთარ დისპლეიზე). აკუმულატორი ხუთ საათიან მუშაობაზეა გათვლილი. მოწყობილობას აქვს ოპერაციული სისტემა Windows 7 Home Premium, WiFi 802.11b/g სტანდარტის მხარდაჭერა, Bluetooth პორტი, WWAN და GPS სისტემები... აგრეთვე მყიდველის სურვილისამებრ გათვალისწინებულია 3G მოდემიც.
32GB-იანი სლეიტის ფასი "სულ რაღაც" 550 დოლარი იქნება, ხოლო 64GB-იანისა - 600$ (ეფლთან შედარებით მართლაც "სულ რაღაც". ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო რა)
ასე რომ გეშინოდეთ ვაშლის ხეზე მოკალათებულო მაკინტოშში გამოწყობილო ძიებო!
სიახლის ავტორი: მიშა
წყარო: Overclockers.ge

ბეჭდვითი ვერსია | 03-05-2010, 13:00:00 | Power_VANO
|
maxomax
შენს კომენტარზე გიპასუხე iTunes-ის სიახლეში: http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&news id=2384#comments