მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel X79 ჩიპსეტი LGA 2011 სოკეტთან ერთად
Intel X79 ჩიპსეტი LGA 2011 სოკეტთან ერთად

კომპანია Intel-ის მე-2 თაობის Sandy Bridge პროცესორების გამოშვების შემდეგ უკვე დაიწყო საუბარი ახალ პროცესორებზე, ჩიპსეტსა და სოკეტზე რომლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2011 წლის დასაწყისში გავრცელდა. დღეს კი მინდა გითხრათ, რომ ცნობილი გახდა კიდევ ერთი ახალი და მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ინტერნეტ წყაროებიდან ვიგებთ, Intel მა წარმოადგინა სამომავლო გეგმა რომლის მიხედვითაც 2011 წლის მე-4 კვარტალში უნდა ველოდეთ ახალ X79 პლატფორმას (დედა დაფებს ) ასევე ახალ LGA 2011 სოკეტთან და Sandy Bridge E ( Enthusiast ) არქიტეტურაზე აგებულ პროცესორებთან ერთად .

Posted Image

რაც შეეხება ახალ X79 ჩიპსეტს და მის მონაცემებს მინდა გითხრათ რომ იგი გამოირჩევა უკეთესი მახასიათებლებით ახლანდელ P67 ჩიპესტთან შედარებით.აღსანიშნავია რომ ამ ახალ ჩიპსეტში საერთოდ ამოღებულია PCI ინტერფეისი ,მაგრამ მას ექნება 10 SATA 6Gbps პორტი თუმცა SATA პორტების საერთო რიცხვი 14 იქნება,ამას გარდა 4X PCI-E 2.0 DMI ინტერფეისი 8GB/წამი გამტარობით ,PCI-Express სლოტი ვიდეო ბარათისთვის X8 ან X16 ინტერფეისით,არ ექნება USB 3.0 მხარდაჭერა,გაუმჯობესებული იქნება Overcloking ის პოტენციალი რაც რა თქმა უნდა დამოკიდებული იქნება ახალ Sandy Bridge E პროცესორებზეც.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



ეს კი X79 ჩიპსეტის ზუსტი მახასიათებლები:

Posted Image

აღნიშნული ჩიპსეტი მოიაზრება ამჟამინდელი X58 ჩიპსეტის მომავალ შემცვლელად.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი რაიმე დამატებითი ინფორმაცია ახალ LGA 2011 სოკეტსა და Sandy Bridge E არქიტექტურაზე აგებულ პროცესორებთან დაკავშირებით.

სიახლის ავტორი: FC BARCELONA
წყარო: Overclockers.ge



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-04-2011, 10:40:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.