მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
AMD-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა 2010 წლისთვის ჯილდოდ $17,5 მლნ მიიღო
AMD-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა 2010 წლისთვის ჯილდოდ $17,5 მლნ მიიღო

იანვრის დასაწყისში ინვესტორები ძალიან განცვიფრებულნი დარჩნენ, როდესაც AMD-მ განაცხადა, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა დირკ მეიერმა (Dirk Meyer) დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა, რომლებიც ახალ სწრაფადმზარდ ნახევრადგამტარების ბაზრებზე, პლანშეტებისა და სმარტფონების ჩათვლით, AMD-ს პოზიციების გამყარების შესახებ მეიერის სტრატეგიის სისწორესა და საფუძვლიანობაში არ იყვნენ დარწმუნებულნი.

Posted Image

მაგრამ დირკ მეიერისთვის სამწუხარო მოვლენას თავისი ნათელი მხარეც აქვს. Fudzilla-ს ცნობით, მისი ჯილდო გასული 2010 წლისთვის საფონდო ოფციონებისა და პრემიების სახით $5,5 მლნ-ია, რაც 22% მეტია, ვიდრე წინა წელს. ამას გარდა, ექს-ხელმძღვანელმა თანამდებობიდან ვადამდელი წასვლისთვის კომპენსაციის სახით $12 მლნ მიიღო.

ამასთან ტომას სეიფერტმა (Thomas Seifert), ფინანსურმა დირექტორმა და კომპანიის ხელმძღვანელის მოვალეობების დროებით შემსრულებელმა, 2010 წელს ჯილდოს სახით $3,4 მლნ მიიღო, რაც 2009 წელს მის ხელფასზე თითქმის ორჯერ მეტია.

სიახლის ავტორი: #Skinhead
წყარო: Overclockers.ge





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-04-2011, 11:01:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.