წყლის ბლოკები NVIDIA GeForce GTX 590-სათვის
EK WaterBlocks-მა გამოუშვა წყლის ბლოკების ორი მოდელი - NVIDIA GeForce GTX 590 ვიდეობარათებისათვის. პირველი მათგანია EK-FC590-GTX-Nickel (რომლის ზედა ნაწილიც შესრულებულია გამჭვირვალე აკრილის პლასტიკისაგან) და EK-FC590-GTX-Nickel+Acetal (არაგამჭვირვალე სახურავით). გარდა ზედა ელემენტის მასალისა, ისინი სრულიად იდენტურნი არიან.
ზედაპირი დამზადებულია სპილენძისაგან და ნიკელირებულია - დაჟანგვის ასაცილებლად. ის ადგილები, რომლებიც ებჯინება GPU-ს, ტალღისებური კონსტრუქციისაა, ხოლო ძაბვის რეგულატორის შესაბამისი არეალებში კი ფორმირებულია წნევის გაზრდის არხები.
რაც შეეხება აღნიშნული წყლის ბლოკების ზომებს, ისინი თითქმის შეესაბამებიან ბეჭდურ პლატებს. იმისათვის, რომ მათ არ მიეღოთ ფიგურული ფორმა, ამისათვის, მაღალი კონდენსატორების ქვეშ, დატანებულია ღრმულები.
EK-FC590-GTX-Nickel-ის ღირებულება შეადგენს 125, ხოლო EK-FC590-GTX-Nickel+Acetal-ს კი 130 ევროს.
დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
სიახლის ავტორი: X-treme user
წყარო: Overclockers.ge
ბეჭდვითი ვერსია | 09-04-2011, 22:12:00 | Power_VANO
|